ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51843

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ „პურის საქმესთან“ დაკავშირებით განიხილა თავისივე დანიშნული რევიზორის, გ. ხუნდაძისა და შრომის სამინისტროსა და პროფკავშირების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მოხსენებები.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ ბესარიონის ძე ცაგურია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ნოე ჟორდანიამ ბრძანებას დაურთო გამოსავალი „პურის საქმის“ გამოსასწორებლად და შემდეგში დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: სასწავლებლის დამფუძნებელი, ალგებრა-გეომეტრიის პედაგოგი ივანე მარკოზის ძე მაჩაიძე, რუსული ენის პედაგოგი აპოლონ ტიტეს ძე სამსონია, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი, ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგი კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე და ფრანგული ენის პედაგოგი პორფირე იულონის ძე დგებუაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6-7 ივნისს ბოლშევიკების თათბირს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, დაესწრნენ: თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6-7 ივნისს შედგა ბოლშევიკების თათბირი ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ. თათბირს დაესწრნენ სოფელ მჭადიჯვრის მცხოვრებნი სანდრო კახუაშვილი, გრიგოლ ყუაშვილი, სიმონ დინუაშვილი, ნიკა ბაღაშვილი და ნიკა ფოთოლაშვილი

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიკო ალექსანდრეს ძე უზნაძე, ილარიონ ივანეს ძე ურუშაძე, ნიკოლოზ ქრისტეფორეს ძე უგრელიძე, მარიამ უგრელიძე და გრიგოლ ლევანის ძე ფალიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში, მდინარე ნარეკვავის მარცხნივ ბოლშევიკების თათბირი შედგა. თათბირს დაესწრნენ სოფელ ჭილურტის მცხოვრებნი გიორგი ფეიქრიშვილი, გრიგოლ ილურიძე და გიგო ხოსრუაშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ათანასე უჩას ძე ფრანგიშვილი, კლიმენტი ვლადიმერის ძე ფირცხალავა, ერმილე ექვთიმეს ძე ფრუიძე, პეტრე ივანეს ძე ფოთოლაშვილი და რაჟდენ მელიტონის ძე ფარჯანაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: ანტონინა მიხეილის ასული გლებოვა – გერმანული ენის პედაგოგი; სიმონ ივანეს ძე გზელიევი – ალგებრა, გეომეტრიისა და კოსმოგრაფიის პედაგოგი; ალექსანდრე გიორგის ძე ნამორაძე – ლოგიკისა და ფსიქოლოგიის პედაგოგი; ბორის თედორეს ძე გლებოვი – რუსული ენის IV-V კლასების პედაგოგი; ილია გრიგოლის ძე დენისოვი – გერმანული ენის პედაგოგი; მარფა ჯაშიტოვა – რუსული ენის I-II კლასების პედაგოგი; ვასილ მაქსიმეს ძე ივანოვი – გეოგრაფიის პედაგოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ შვლისყურში გაიხსნა სკოლა, რომელშიც დიმიტრი ზიზიკაშვილი ასწავლიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა წარმოადგინა საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს პირობები, რომ სამუზეუმო ქონება უნდა ემართა საბჭოს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი იესეს ძე ცინცაძე გამგეობის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ახალსოფელში გაიხსნა სკოლა, სადაც მიხეილ გარდანოვი მასწავლებლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ყელქცეულაში გაიხსნა სკოლა, რომელშიც ლავრენტი პეტრიაშვილი ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ბარნაბიანთ-კარის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ელენე ბარნაბიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სვენეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ლუარსაბ შატბერაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სასირეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ლავრენტი ბარნაბიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს აშხენ ჯანიბახჩიევა გორის მაზრის სოფელ აბისის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ალექსანდრა სიმონიშვილი გორის მაზრის სოფელ ქემერტის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გიორგი შავიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფ. ახალციხის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.