რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ნინო ვლადიმერის ასული დონჟაშვილი (კიევის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელი), შალვა სოლომონის ძე კურცხალია (კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი), გრიგოლ ბიწაძე (ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული), იოსებ დიდია (ნახჩევანის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი), ი. ი. ჭავჭავაძე (თელავის გიმნაზიის მასწავლებელი, ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული), ნადეჟდა დავითის ასული ხიზანიშვილი (ბათუმის მარინეს სახელობის გიმნაზიის პედაგოგი), ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი (ფრანგული ენის პედაგოგი, განათლება – ჟენევის უმაღლესი კურსები), შალვა ნესტორის ძე ელიავა (დონის როსტოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი) და ქეთევან მიხეილის ასული ფურცელაძე განათლების სამინისტროსგან შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მსმენელმა ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა დიდებულიძემ, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნინო ონისიმეს ასულმა სვანიძემ, გიმნაზიის კურსდმთავრებულმა ელისაბედ ვასილის ასულმა ფავლენიშვილმა, განჯის გიმნაზიის პედაგოგებმა ალექსანდრე ფირცხელეიშვილმა (ისტორია და ლათინური ენა) და იაკობ გრიგოლის ძე მურადოვმა, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის კურსდამთავრებულმა თამარ მიხეილის ასულმა სარაჯიშვილმა, ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატმა ემილია ავგუსტის ასულმა ფოლდიაკმა, მთარგმნელმა თამარ იროდიონის ასულმა ოქროპირიძემ, ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელმა ოლღა ჩარკვიანმა და არისტო ჭუმბაძემ განათლების სამინისტროს შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოდორე პეტრეს ძე ბელიაევმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 65 მანეთი შესწირა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების თხოვნით მიმართეს: ნეოლინა გიორგის ასულმა ჩეჩელაშვილმა, ლარისა ვიქტორის ასულმა მურაშკოვამ, ივანე იოთამის ძე გველესიანმა, მარიამ ბუტულაშვილ-ჭრელაშვილმა, ნატალია კვასხვაძემ, ეკატერინე ვასილის ასულმა კასრაძემ, მელანია მიხეილის ასულმა ბეგაშვილისამ და ვასილ პავლეს ძე ქუთათელაძემ.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ბაქრაძე, ლავრენტი ბაბუნაშვილი, კარპეზ აბაშიძე, ნიკოლოზ აბუთიძე, მარიამ აბუთიძე, ფილიპე დიმიტრის ძე გაბელაშილი, ეგნატე გიორგის ძე გაბლიანი, მიხეილ გიორგის ძე გავაშელი, პეტრე გასნევსკი და ლავრენტი გაჩეჩილაძე.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა-წერეთლისამ, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო, განათლების სამინისტროს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელობაზე თავისი კანდიდატურის განახლება სთხოვა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე, ანა ილარიონის ასული ქავთარაძე, იულონ ქელბაქიანი, ნიკოლოზ პავლეს ძე ქოსაშვილი და მიხეილ ალექსანდრეს ძე ქეშელაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე სოლომონის ძე ქორფაშვილი, გიორგი გაბრიელის ძე ქორქაძე, დიმიტრი ოქროს ძე ქოჩლაძე, გრიგოლ ანტონის ძე ქავთარაძე და პართენ ალმასხანის ძე ქაჯაია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კონსტანტინე ბეჟანის ძე ქუთათელაძე, ალექსანდრე მიხეილის ძე ქურდიანი, რაჟდენ სვიმონის ძე ქაცარავა, ნიკოლოზ გიორგის ძე ქუჩიკოვი და ნიკოლოზ დავითის ძე ქადაგიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: შაქრო ქოქრაშვილი, ნიკოლოზ ქოქრაშვილი, ალექს ქოქრაშვილი, იოსებ ქოქრაშვილი და ნიკოლოზ არსენის ძე ქორიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კონსტანტინე ქართველიშვილი, მოსე პეტრეს ძე ქეცბაია, გიორგი ვლადიმერის ძე ქორიძე, სოლომონ არსენის ძე ქორიძე და ნინო თომას ასული ქიტიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვანო გიორგის ძე ქიტიაშვილი, ივანე ზაქარიას ძე ქუჩუაშვილი, ალექსანდრე ლევანის ძე ქუჯოშვილი, ნიკოლოზ თომას ძე ქელბაქიანი და აკაკი გიორგის ძე ქუთელია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ მოლითში ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ღიბრაძის ხელმძღვანეობით შეიქმნა მოხალისე რევოლუციონერთა რაზმი. კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ღიბრაძე, ნიკოლოზ ცხადაძე და ვასო ყიფიანი. მათ მოხალისეთა რიცხვის გაზრდა და წესრიგის კონტროლი დაევალათ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიმონ დიმიტრის ძე ყაზახაშვილი, მარიამ ალექსის ასული ყანჩაველი, ქეთევან ალექსის ასული ყანჩაველი, ზაქარია ალექსის ძე ყანჩაველი, მარგარიტა ესტატეს ასული ყველაშვილი და ნიკოლოზ ქიტესას ძე ყველაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ივლისს „ივერიისადმი“ წარდგენილ კავკავის სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ქართული სასწავლებლის დაარსებამდე კავკაველი ბავშვები სიღარიბისა და რუსული ენის უცოდინრობის გამო იშვიათად შედიოდნენ საშუალო და პირველდაწყებით სასწავლებლებში სასწავლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძის კანონი დიდი მთავრის, ნიკოლოზ ჩხეიძის ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარეს, გიორგი დავითაშვილს აცნობა, რომ ცხინვალის ფილიალის წევრებს ყულაბების ჩამოკიდება ყველგან შეეძლოთ, სადაც მოისურვებდნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალფეზ ივანეს ძე ყიფიანი, ილია ვარლამის ძე ყიფიანი, ანეტა ანტონის ასული ყიფშიძე, ივანე გიორგის ძე ყველაშვილი, პარმენ ვასილის ძე ყიფიანი, მათე ივანეს ძე ყიფიანი და ელიზბარ რევაზის ძე ყიფიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ სვიმონის ძე ღვაბერიძე, ნესტორ ოქროპირის ძე ღვაბერიძე, ვარლამ ლუკას ძე ღაღანიძე, თევდორე ზურაბის ძე ღლონტი, ნიკო ივანეს ძე ღვინიაშვილი და პლატონ ივანეს ძე ღლონტი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 29 მარტს ქართული კლუბის დარბაზში ქართველ მსახიობთა დასს ეფემია მესხის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი მოსეს ძე ტინიკაშვილი, ერასტი ილარიონის ძე ტოროტაძე, ვარლამ ტყეშელაშვილი, სერგეი (სერგო) ლუკას ძე ურუშაძე და თამარ დიმიტრის ასული ურუშაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ვასილის ძე სვანიძე, იაგორ ანდრიას ძე ტორიკაშვილი, პეტრე ბესოს ძე ტალიკაძე, გიორგი ტორუა და თევდორე ვასილის ძე ტანპსეიჩუკი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.