ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მოსე გოგიბერიძე. იგი საზღვარგარეთ იყო, როცა სტიპენდია მიიღო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ივანე დიმიტრის ძე ლაზარიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიხეილ გერმანეს ძე ჯაჯანიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა აპოლონ კაკაბაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა არსენ ონისიმეს ძე წულაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ მეწისქვილეები: იაკუბოვიჩი, დადარიანი, ალიხანოვი და მისი მუშა ხაჩატურ ეგოიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ კახეთის რკინიგზის აგენტი კუკულაძე, კონტროლიორი სანოვიჩი, სატექნიკო განყოფილების გამგე ბურიოგი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში გამოქვეყნდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბრძანება „პურის საქმის რევიზია“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ტიმოთეს ძე ცაგარეიშვილი, ტარასი როსტომის ძე საჯაია, გიორგი თევდორეს ძე სოლოღაშვილი, კონსტანტინე (კოსტა) დავითის ძე სვანიძე და სვიმონ პეტრეს ძე სამუკაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ რატიშვილი, ილია რუსიშვილი, სარდიონ რობაქიძე, გიორგი სოფრომის ძე სულაძე და ლადო არჩილის ძე საყვარელიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მელქისედეკ პავლეს ძე რობაქიძე, ნიკოლოზ ვასილის ძე რუხაძე, გიორგი ელიზბარის ძე რამიშვილი, გიორგი რაზმაძე და მარიამ სვიმონის ასული რცხილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: არჩილ ალექსანდრეს ძე რჩეულიშვილი, ილია რამიშვილი, რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი, ყარამან რამიშვილი და ავქსენტი რურუა. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო დიმიტრის ასული როსტომაშვილი, თამარ დავითის ასული როსტომაშვილი, გიორგი დავითის ძე როსტომაშვილი, ალექსი ზურაბის ძე რაზმაზაშვილი და ივანე მიხეილის ძე როსტიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ ჟღენტი, გიორგი ალმასხანის ძე ჟღენტი, ივანე დავითის ძე რაქვიაშვილი, დავით ივანეს ძე როსტომაშვილი და დავით მიხეილის ძე როსტომაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 7 მარტს ვაჭარ ივანე ძეგველიშვილს პატარა ბიჭმა გადასცა წერილი, რომლის ავტორი 30 000 მანეთს სთხოვდა. ფული ამ ბიჭის ხელით უნდა გაეგზავნა. ბიჭმა კონვერტი საეჭვო პირს, ტერ-ზახაროვს, გადასცა. მილიციელებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, მან გაქცევა დააპირა და იქვე მოკლეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე მიხეილის ძე პაპასკირი, ალექსი მოსეს ძე პაპიაშვილი, აკაკი პაპავა, ილიკო პატარიძე და გიორგი ალექსანდრეს ძე ჟურული. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაგორ ოღრაპიშვილი, თომა ივანეს ძე ონიკაშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ორმოცაძე, ვასილ სოლომონის ძე პაპინაშვილი და სვიმონ პატიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს გამგეობის წევრობის კანდიდატები: გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე და ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ქალაქთა კავშირის ტრაპიზონის განყოფილების თავმჯდომარე და საზავო დელეგაციის სამდივნოს წევრი იოსებ გოგოლაშვილი. ისინი ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ და ტრაპიზონში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ.