ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან“, რომელშიც საუბარია აღნიშნული გაზეთის შესახებ, როგორც ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ გამოცემაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“ რედაქტორის მიმართ, რომელშიც ავტორი გაზეთსა და მის მნიშვნელობაზე დადებითად წერდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, II“. ავტორი განიხილავს ქალების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის და მოუწოდებს მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა აგაშა სტურუასას წერილი „სამტრედიიდან“. ის გაზეთის რედაქციას აუწყებს, რომ 1917 წლის 18 ივნისს სამტრედიის ახალ კლუბში გაიმართა საღამო გაზეთის სასარგებლოდ, რომლის შემოწირულობას, 75 მანეთსა და 60 კაპიკს უგზავნის რედაქციას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც ავტორი დადებითად წერს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისას“ შესახებ და მის მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა მოთხრობა „სურათი სოფლად“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, უკვე იბეჭდება ქართული სახელმძღვანელოები, სიმონ ოცხელის მიერ ქართულად შედგენილი ალგებრა და გეომეტრია, ისტამბება აგრეთვე ძველი რომისა და საბერძნეთის ისტორია, დასაბეჭდად მზადდება გეოგრაფია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას მოთხრობა „დღევანდელი ინტელიგენტი მამაკაცის ზრდილობა“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც განხილულია ქალთა მდგომარეობა და მათი უუფლებობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაბეჭდის ექიმ ბადრიძის წერილში „დედაკაცის წარსულიდან“ განხილულია წარსულში ქალის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახლანდელი მონური მდგომარეობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“ ქალთა მდგომარეობისა და მათი უუფლებობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა მოთხრობა „ელენე“ (სურათი სოფლად).

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ მისი მიზანია საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტთან და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსთან ერთად ხელი შეუწყოს რევოლუციურ სულისკვეთებას, მისგან მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას, ებრძოლოს კონტრ-რევოლუციურ გამოსვლებს, ხოლო მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას. რევოლუციის გამარჯვება მოქალაქეებისგან მოითხოვს ქვეყნის ნივთიერ, ფიზიკურ და გონებრივ ამუშავებას, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ხაზინაში შეიტანონ გადასახადები, დეზერტირები გამოცხადდნენ უფროსებთან, ყველამ ატაროს მოწმობა, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, ვაჭრებმა ხელოვნურად არ გაზარდონ საქონლის ფასი და არ გამოიწვიონ კრიზისი. მისი სიტყვით, ყოველგვარი ურჩობა და განკარგულების შეუსრულებლობა, როგორც ღალატი დაუყოვნებლივ მკაცრად დაისჯება.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 1-ელ სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ შვილს, გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ბერლინის დასავლეთ სექტორში ცხოვრობდნენ გიორგი საჯაია, კირილე ვეკუა, დავით ბერძენიშვილი და ორი სტუდენტი ძმა ნარსია და შ. მეტრეველები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა ვასილ ილიას ძე რცხილაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა მოთხრობა „მსხვერპლის შურისძიება“ (სურათი სოფლის ცხოვრებიდან).

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 დაიბეჭდა კირილე წუთისოფლელის „ხმა პროვინციიდან“, რომელშიც ავტორი დადებითად საუბრობს გაზეთზე და ეხება ქალთა თანასწორობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან, III“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ომის გამოცხადების შემდეგ, ისე როგორც ყველა სხვა ნივთის, სკოლებისთვის საჭირო ნივთების შეძენაც შეუძლებელი იყო თბილისში.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N21) სელოს ძმის ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“  ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 გამოქვეყნდა კირილე წუთისოფლელის პუბლიკაცია „დედაკაცის ბედი“, რომელშიც განხილულია ქალისა და მამაკაცის როლი, მათი თანასწორობის საკითხები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ სკოლებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად გამოყოფილი 1000 მანეთიდან დახარჯა 410 მანეთი, იმდენი, რამდენის დახარჯვის უფლებაც ჰქონდა არსებული ხარჯაღრიცხვით იანვრიდან ივნისამდე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N24) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“ (გაგრძელება) ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ავტორი მადლობას უხდის ორგანიზაციის დამაარსებელ ქალებს: ე. ურუშაძისას, კ. რევიშვილისას, ვ. ზურაბოვისას, ნ. შენგელიას, ვ. დოლიძისას, ი. განგიას, გ. კალანდარაძისას და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა სოლომონ დოლიძის 100-გვერდიანი წიგნი „ბუნება და ჯანმრთელობა“, ფასი 50 მან.