ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანია გამოვიდა წინადადებით, რომ სკოლების ვალი ადგილობრივი საზოგადოებებისთვის ნაწილ-ნაწილ გადაეხდევინებინათ, ან საერთოდ გაეუქმებინათ. ამაზე ნიკო ცხვედაძემ უპასუხა, რომ ვალი მხოლოდ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებს ჰქონდათ და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას უკვე ჰქონდა მიმომოწერა სათანადო დაწესებულებებთან.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გახსნილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი იყო, 100 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი) შემოსავალი 6.55 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს მისი თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ჭანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს კონსტანტინე იესეს ძე ტყავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარის ხელმოწერილი ორდერის გარეშე საზოგადოების ფულის დახარჯვა არ შეიძლება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვასილ კარბელაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 8.13 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჭავარიანს 4.34 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ნათაძეს წიგნების თანხა 4.80 მანეთი გადაუხადა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომას შეიძლება გარეშე პირებიც დაესწრონ, მაგრამ საუბრის უფლება არ აქვთ და თუ თავმჯდომარე დაითხოვს, სხდომა უნდა დატოვონ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მიხეილ ამირიძესა და გრიგოლ ჩარკვიანს კედლის კალენდარზე მუშაობისთვის 177.10 მანეთი გადაუხადეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე თავმჯდომარემ საზოგადოების წევრებს უნდა აუხსნას წესები, მოახსენოს განსახილველი საკითხები და რიგრიგობით მისცეს საუბრის უფლება. გამომსვლელი ფეხზე უნდა იდგეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ფულის საანგარიშოდ ხაზინადარს უნდა ჰქონდეს ზონარგავლებული, გადანომრილი და თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული სამი წიგნი: საკვიტანციო, შემოსავლის და გასავლისა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე კენჭისყრისას ორზე მეტი ხმის მიცემის უფლება არავის აქვს. ერთი ხმა საკუთარია, მეორე – მინდობილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ანასტასია წერეთელმა, რომ ქალთა წრეს, რომელმაც ითავა მომავალ ზაფხულს ბაზრის გამართვა საზოგადოების სასარგებლოდ, ესაჭიროებოდათ 20 თუმანი მასალის შესაძენად. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის გადაეცათ 20 თუმანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ოლღა მირზაშვილმა, რომ მოპარეს ყულაბა, რომელიც მიღებული ჰქონდა ქალთა კომიტეტისგან საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად, ამიტომ ესაჭიროებოდა ახალი ყულაბა, თუმცა გამგეობამ მას ახალი ყულაბის გადაცემაზე უარი განუცხადა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის 1893-1894 წლების ანგარიში კავკავის სკოლის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. დავით კარიჭაშვილმა სხდომას მოახსენა, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკა ანასტასია წერეთლისამ გადაიტანა ავლაბარში, რაზედაც ესაჭიროებოდათ გუბერნატორის ნებართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობამ ნებართვა სთხოვა გუბერნატორს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის შესახებ 1897 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 116 მან., დიასამიძეს – 21 მან. და ასევე გადაიხადეს სხვა წვრილმანი გადასახადები.