ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51939

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრება დაეთანხმა თავმჯდომარის – იაკობ ღულაძის – წინადადებას და დაადგინა, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა განმეორებით მიმართავდა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხის გასაღებად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, ილია ზურაბიშვილს და პარმენ გოთუას მიაჩნდათ, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი ერევნის მოედანზე უნდა დადგმულიყო და მოედანსაც ილიას სახელი მინიჭებოდა. ესტატე ციციშვილს, ილია ნაკაშიძეს და სიმონ რცხილაძეს ილიასთვის ძეგლის დადგმა ნაადრევად მიაჩნდათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძემ კოლა ერისთავი ბანქოს სათამაშოდ თავისთან მიიწვია.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, კონსტანტინე ყიფიანის მიერ მოწოდებული ბაბანა ჭილაძის წერილები გადასამოწმებლად პეტრე უმიკაშვილს გადაეცა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ერნესტო როსის გამოსათხოვარ წარმოდგენას, შექსპირის „ჰამლეტს“.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: კიტა აბაშიძემ, პართენ გოთუამ, გრიგოლ დიასამიძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრებას დაესწრნენ: ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრები – ა. მდივანი, პ. სურგულაძე, გ. ლასხიშვილი, ა. ყიფშიძე, ლ. ბოცვაძე, ს. ფირცხალავა, გ. რცხილაძე; სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებილებათა წარმომადგენლები: ნ. ყიფიანი, ეკ. გაბაშვილი (ქალთა წრე), ალ. ჯაბადარი, პ. გოთუა (დრამატული საზოგადოება), ექ. თაყაიშვილი, ალ. სარაჯიშვილი (საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), კ. აბაშიძე (შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ს. ტარუაშვილი (ჭიათურის დრამატული საზოგადოება), ი. ზურაბიშვილი, დ. ჩოლოყაშვილი (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო), კ. ყიფიანი (თბილისის სამეურნეო ბანკი), მ. ლობჟანიძე (ამხანაგობა „საერო“), ასევე – ქართული პრესის წარმომადგენლები და ორმოცამდე გარეშე პირი. კრებამ თავმჯდომარედ აირჩია ი. ღულაძე.

პირები
პეტრე როსტომის ძე სურგულაძე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ნ. ყიფიანი ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა) კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე სოფრომ გაბრიელის (გლახას) ძე ტარუაშვილი (ს. გლახაშვილი) ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი (ი. ელეფთერიძე) დიმიტრი ესტატეს (ერასტის) ძე ჩოლოყაშვილი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი (სინანელი) ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იაკობ სოლომონის ძე ღულაძე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი
წყარო

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ქუთაისში სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობის განცხადებით ამ საკითხის შესახებ შუამდგომლობა აღძრული იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ ცაგარლის თხოვნა სოფ. ახალგორში (დუშეთის მაზრა) სკოლის გახსნის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრებმა – ბარბარე ერეკლეს ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონისამ, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილმა – ერთიანად გადაიხადეს საწევრო 300 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენება ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, რომელიც წლიურად 10 მანეთს იხდიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ზანდუკელის თხოვნა ასი თუმნის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლიდან იასე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 54 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ მისი არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშის ბეჭდვას იწყებდა. ხახანაშვილმა ანასტასია წერეთელს მოიკითხვა შეუთვალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო ბალანსი 394 089.98 მანეთს შეადგენდა, 1918 წლის პირველ იანვარს — 560 543.82-ს, იმავე წლის ნოემბერში კი თანხა 264 194.62 მანეთით გაიზარდა. ჯამში საზოგადოების ქონების ღირებულება 1 500 000-ს აღემატებოდა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო გამომცემლობის მიერ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ I და II ნაწილების გამოცემის საკითხი. გამომცემლობასთან მოლაპარაკებები და საზოგადოების სახელით ხელშეკრულების გაფორმება ნინო ნაკაშიძეს დაევალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თამარ ძნელაძეს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წაღებული წიგნების ვალი, 254 მანეთი, მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემული „ბუნდოვანი სურათების“ საფასურიდან გამოექვითათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა უკრაინული საზოგადოების, „ჩას“ თხოვნა ქართული პოეზიის თარგმნაში დახმარების შესახებ და ეს საქმე მდივან სამსონ ფირცხალავას დაავალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს, დეკანოზ დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილის თავმჯდომარეობის დროს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების შემოსავალი 677.27 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 101.90 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივლისის თემის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების დახურვის შემდეგ, რომლის წევრები იყვნენ ერასტი გორდელაძე და ნესტორ კონტრიძე, თემს სამკითხველოს ხარჯები თვითონ უნდა ეკისრა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, უძრავი ქონება ჰქონდა თბილისში, საგურამოში, კავკავში (ილიასეული), ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, წინარეხში, ყალამშასა და გომარეთში. ეს ნახევარი მილიონის ქონება იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ომისაგან დაზარალებულთა დამხმარე კომიტეტმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის შუამდგომლობით ბაქოს, ბათუმისა და სოხუმის ქართულ სკოლებთან ომისაგან დაზარალებულთა შვილებისათვის თავშესაფრების დაარსება გადაწყვიტა და ამისთვის 13 500 მანეთი გამოყო, დაიხარჯა 10 827 მანეთი.