ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50406

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე თევდორეს ასული ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ექვთიმეს ძე ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ექვთიმეს ძე ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ დრამატული საზოგადოების გამგეობა და დირექცია საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნატო გაბუნია-ცაგარელის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 აპრილს ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის სულის მოსახსენიებლად სიონის ტაძარში წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გამოვიდა და მაღაზიებში იყიდებოდა გიორგი გვაზავას ახალი წიგნი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ კონსტანტინე დავითის ძე ლორთქიფანიძე იუწყება, რომ ამავე დღეს დიდ ჯიხაიშში მამის, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის სულის მოსახსენებლად გადაიხდიდნენ ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 21 ივნისს ერობათა კავშირის ამიერ-კავკასიის განყოფილების ბუღალტერიის გამგედ ფილიპე გოგიჩაიშვილის ადგილას, კოლეგიის სურვილის თანახმად, დაინიშნა იაკობ საიანოვი.

1917

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 1-ელი სექტემბრის გამოცემა იუწყებოდა, რომ რედაქციამ მიიღო იოსებ ავალიშვილის „მათემატიკური ტერმინების" ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 18 ნოემბერს ახალ-სენაკის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების გამგეობამ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვლადიმერ ხოფერიას არჩევას პარტიის წარმომადგენლად ეროვნულ ყრილობაზე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ზესტაფონში გაიმართა ეროვნულ-დემოკრატთა კრება, რომელზეც თბილისიდან მიწვეული იყო იოსებ მაჭავარიანი, ხოლო ქუთაისიდან – ვასილ წერეთელი. შეხვედრისას მათ განმარტეს პარტიის პროგრამა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიას დაბადების 60 წლის იუბილეზე, სადაც იგი ხოტბას ასხავდა ნოე ჯორდანიას მისი ქმედებებისათვის. მისი შეფასებით, ჟორდანია გამოჩნდა უნუგეშობის ჟამს, როცა ქართველი ხალხი განსაცდელში იმყოფებოდა და მანვე ქართველი ხალხი ეროვნული და სოციალური გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩააბა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ევგენი გეგეჭკორმა სამადლობელი წერილი გაუგზავნა იტალიის წარმომადგენელს ერთა ლიგაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამო.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევ.გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მემორანდუმში აღწერილია, როგორ დაიპყრო საქართველო 1921 წელს რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ და როგორ მოუწია საქართველოს მთავრობას თავშესაფარი საფრანგეთში ეპოვა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 14 დეკემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აწვდიდა ინფორმაციას სადათერაშვილის გათავისუფლების შესახებ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 25 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლობამ გააკეთა განმარტება ევგენი გეგეჭკორისა და კონსტანტინე კანდელაკის მიერ მიცემულ დახასიათებაზე ბრალდებულ ექიმ ალშიბაიას შესახებ (გერმანულ ენაზე).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30.04 - 29.12 ევგენი გეგეჭკორმა და საქართველოს ლობისტმა აშშ-ში, უოლტერ ჩენდლერმა მოხსენებითი ბარათები გამოგზავნეს ლონდონიდან და ვაშინგტონიდან, სადაც აღწერილია კავკასიის პრობლემები და ევროპის ქვეყნების პოზიციები. ევგენი გეგეჭკორის მოხსენებას ნოე ჟორდანიასადმი ახლავს მინაწერი: „მოწონებულ იქნას ლექციების ორგანიზაცია, პოლიტიკური სადილი მხოლოდ ჩხენკელის ან მინისტრთა თანდასწრებით გაიმართოს."

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ გაიხსნა იტალიური საწყობები, მაღაზიები; ბათუმში შემოვიდნენ იტალიური სავაჭრო გემები და სხვა.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წლის 27 ივნისს ევგენი გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკული კომიტეტის, „პარიზის ბლოკის", ევროპის ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელთა სამგლოვიარო კრების თავჯდომარემ – უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტ. ვიტვიცკიმ სამძიმრის წერილი მისწერა საქართველოს მთავრობას.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის შუათანა ძმა სანდროს თბილისიდან ვარიანში ჩამოჰყავდა პირები, რომლებსაც მასწავლებლებად ასაღებდა და მამის ოჯახში აჩერებდა. მხოლოდ დიდობაში გაიგო შიომ, რომ ყველა ის პირი სოციალისტი იყო და მთავრობისგან დევნილებს მისი ძმა მალავდა, რადგან მღვდლებს მაშინ დიდი ნდობა ჰქონდათ.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისის გარდაცვალებისა და ოჯახისეული სახლ-კარის დაკარგვის შემდეგ მისმა შუათანა ძმამ, სანდრომ დურგლობას თავი დაანება და ჯავაში გადავიდა დიაკვნად.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მის შუათანა ძმას, პროფესიით დურგალ სანდროსა და ძმის მეგობარ კურცხალიას ყარსში დიდი საქმე აეღოთ, მაგრამ შიოს მამის გარდაცვალების გამო იქ წასვლა ვეღარ შეძლებიათ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ბავშვობაში მის ძმა გიორგისთან ერთად შილდაში წასულა. რაღაც ხნის მერე გიორგის ცუდი ამბავი შეუტყვია − მამამისი ილარიონი გარდაცვლილა, თუმცა მას ეს ამბავი შიოსთვის დაუმალავს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.