რეგისტრირებული ფაქტები46017
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ეშმაკის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძისეული პაროდია „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ გაზეთის „ბრძოლა“ მის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია ერთი წამითაც არ შეარყევდა მის რეპუტაციას და მაინც, მიუხედავად ამისა, საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“, რომლის თანახმად, გაზეთი „ბრძოლა“ კონტრრევოლუციური ჭირის ძირშივე აღმოსაფხვრელად მთავრობას შერვაშიძისნაირი ქვეყნის მტრების დასჯისკენ მოუწოდებდა. ამით აფხაზეთი გასუფთავდებოდა კონსტანტინოპოლიდან მართული მოღალატეებისგან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე კაცმა აწარმოა სამუშაო. ორი საჟენის სიღმეზე მას მიუკვლევია წყაროსათვის, რომელიც მეტად წააგავდა სურახნის ნავთობს. ღია ყვითელი სითხე ცეცხლთან შეხებისას მომენტალურად აალდებოდა. გლეხებს თავის ყოფაში სურდათ მისი გამოყენება, მაგრამ ამ მასის სწრაფი წვის გამო ვერ შეძლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობდა სოფლის მოსახლეობის ნამეტის ქალაქში გადმოსახლებას, საქართველოში კი უახლოეს მომავალში საპირისპირო პროცესი იყო მოსალოდნელი – ქალაქის მოსახლეობის ნამეტის დაბრუნება სოფლებში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა ქვეყანაში გამოიწვევდა ადგილობრივი მუშების მასიურ უმუშევრობას და მათ დაბრუნებას სოფლებში, სადაც მიწის რეფორმების გატარების შემთხვევაში უკეთესი ცხოვრება ელოდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, გლეხები იშვიათად და რთულად თუ გადასხლდებოდნენ უცხო ქვეყნებში, ამიტომაც მსხვილი კაპიტალი სოფლის მეურნეობაში ვერ პოულობდა გასაქანს. არც მიწათმოქმედები ცნობდნენ რვასაათიან სამუშაო გრაფიკს და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მიწის დამუშავებისას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა საქართველოში, სულაც არ ემუქრებოდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის არსებობა-განვითარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, ახლო მომავალში უცხოური კაპიტალი უხვად შემოედინებოდა ქვეყანაში და მოითხოვდა ადგილობრივი მუშებისაგან ისეთივე მაღალ შრომით აქტივობას, რასაც საკუთარ ტერიტორიაზე იყო ნაჩვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშებსაც ქვეყნის გარედან შემოიყვანდა და ადგილობრივებს შრომის უფრო დაბალი ანაზღაურებით მოუწევდათ დაკმაყოფილება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით იმისათვის, რომ საქართველოს კონკურენცია გაეწია ევროპის მძლავრი მრეწველობისათვის, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები ევროპული და ამერიკული მრეწველობის პროდუქტებზე იაფი უნდა ყოფილიყო. ეს კი შესაძლებელი იყო არა წარმოების მოგების შემცირებით, რაც სავსებით მისაღები იყო ჟორდანიას თანამოაზრე ქვეყნის აღმშენებელთათვის, არამედ შრომის წარმოების გაზრდით, რაზეც ქვეყნის პოლიტიკის ჰეგემონი მუშათა კლასი ნაკლებად წავიდოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია საქართველოში ნავთობის სავარაუდო საბადოებზე. წინამძღვაროვი იმედს გამოთქვამდა, რომ ინჟინერ ოგანეზოვის ენერგიის წყალობით დაბა ილდოყანაში ჩატარებული სამუშაოები შედეგს გამოიღებდა და უკვე ოქტომბერში ამ ადგილას შესაძლებელი იქნებოდა ნავთობის მოპოვება.