ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51262

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს ლევან მეტრეველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ილია ჭავჭავაძის (გედევან. გამოცემა) სურათების კლიშეები სთხოვა თავისი „ქართული ანდაზების კრებულისთვის“. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძის ინიციატივით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება გადაწყვიტეს. სხდომას ესწრებოდა 48 წევრი, თავმჯდომარე იყო სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, მდივანი – სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა საყმაწვილო წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს მღვდელმა თომა ასათიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი საყმაწვილო მოთხრობების დაბეჭდვა სთხოვა. მან გამგეობას 600 მოთხრობა წარუდგინა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა, რომ ის ყოფილიყო გამგეობის ვექილი და მიეღო საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი კორესპონდენციები. გამგეობა დაეთანხმდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების წევრები იყვნენ ნოე კინტირიას ძე ჭანტურაია, ფილიპე სიკოს ძე თოდუა, თეოლინა სოლომონის ასული შენგელია და ანდრია ბეკოს ძე შენგელაია.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ იოსების ძე ჩოდრიშვილი, ივანე იოსების ძე ჩოდრიშვილი, ალექსანდრე მიქელას ძე ჩიჩუა, ვიქტორ სარდალის ძე ჩიკვაიძე და მიხეილ ფილიპეს ძე ჩიჩუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი უთურაშვილის თხოვნა, გამგეობას გომარეთის სკოლის მასწავლებლად დაეტოვებინა. გამგეობა დასთანხმდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი მაჭარაშვილის თხოვნა, სოფელ ალიში გლეხებისთვის „კაკო ყაჩაღის“ 50 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, თუ ვინმეს გაგზავნიდნენ სკოლის დასათვალიერებლად, მისთვის ეცნობებინათ, რომ რევიზორის მისვლამდე გამოცდები არ დაეწყოთ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იასონ ბაქრაძე) თბილისის მთავარ განყოფილებას უგზავნის ეგნატე გიორგის ძე გაბლიანის მიერ მუზეუმისთვის შეწირულ ნივთებს და სთხოვს, გაზეთებში („დროება", „ზაკავკაზიე") გამოაქვეყნონ სათანადო სია, რათა მფლობელი დარწმუნდეს, რომ ნივთები დანიშნულებისამებრ გაიგზავნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის გამგის, ტიტე კახიძის თხოვნა მოსწავლეებისთვის პუშკინის თხზულების 100 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს სასწავლებლების გაეროვნებისთვის განათლების სამინისტროსთან შეიქმნა სასწავლო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე მინისტრთა საბჭოს წევრად ირიცხებოდა. კომიტეტის დანიშნულება სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განხილვა იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება დაარსდა. 1916 წელს ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა სკოლის დათვალიერების შესახებ. რევიზია დაევალათ იაკობ გოგებაშვილს, ნიკოლოზ მთვარელიშვილსა და გიორგი იოსელიანს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოში სასწავლებლების გაეროვნულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს (მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი) შექმნილ გადამზადების სპეციალურ კურსებზე პედაგოგებს სხვა საგნებთან ერთად მათემატიკა, ზოგადი გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია, ფიზიკა (მეთოდიკით) და ბუნებისმეტყველება (ბოტანიკა, ზოოლოგია, მინეროლოგია, გეოლოგია, ქიმია) უნდა ესწავლათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოში სასწავლებლების გაეროვნულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს (მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი) მიერ შექმნილ გადამზადების სპეციალურ კურსებზე პედაგოგებს ქართული ენის გრამატიკა, გრამატიკის მეთოდიკა, ქართული ლიტერატურა ძველი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე და მსოფლიო ლიტერატურის მოკლე ისტორია უნდა ესწავლათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოში ქართული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელსაც ერთვოდა საღამოს შემოსავალი – 366. 35 მანეთი. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამოს ორგანიზატორებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ წერილობით და გაზეთით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს სასაწავლებლების გაეროვნების მიზნით განათლების სამინისტროსთან შექმნილი სასწავლო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრებად მოწვეულნი იყვნენ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის (საზოგადო და საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ფილოსოფიური, იურიდიული, ჰიგიენის, სამხატვრო, მუსიკალური და ბიოლოგიური მეცნიერებების) წარმომადგენლები.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს სასაწავლებლების გაეროვნების მიზნით განათლების სამინისტროსთან შექმნილ სასწავლო კომიტეტის წევრებს მინისტრი ნიშნავდა. კომიტეტი ორ ძირითად მიმართულებად (ტექნიკური და პროფესიული) იყოფოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის თავშესაფარი გახსნა, რომელშიც 12 ბავშვი ცხოვრობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) კაფე „ფინჯანი ჩაი“ გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე) ერთი საზოგადო და ერთიც საგანგებო კრება გამართა.