ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 1-ლი იანვრის სიაში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილ წევრთა შორის წარმოდგენილი არიან: სვიმონ ჟორჟოლაძე, ივანე რამიშვილი, პეტრე რაფაელოვი, ფილიმონ რეხვიაშვილი, სერგო რობაქიძე, მიხეილ რუხაძე, დიმიტრი რუხაძე, დონ დამიანე სააკაშვილი, პლატონ სალაძე, ლასა სარჯველაძე, გრამიტონ სარჯველაძე, ნადეჟდა სანიკიძე, ალექსანდრე საყვარელიძე, პორფილე სირაძე, გიორგი სვანიძე, მიხეილ სვანიძე, აპოლონ სვანიძე, ტარასი სოხაძე, იულია სულაქველიძე, გიორგი სულეიმანაშვილი, ივანე ტურიაშვილი, ელისაბედ ტყეშელაშვილისა, ვასილ ტყეშელაშვილი, კონსტანტინე ტყეშელაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ნოე უზნაძე, იაკობ ფანცხავა, იუსტინე ფანცხავა, დიომიდე ფანცხავა, – მათ გადახდილი აქვთ 3-3 მანეთი,1913 წლის საწევრო.

პირები
ალექსანდრე სიმონის ძე საყვარელიძე აპოლონ ილარიონის ძე სვანიძე გიორგი სიმონის ძე სვანიძე დონ დამიანე სააკაშვილი დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე დიომიდე ვასილის ძე ფანცხავა ელისაბედ ტყეშელაშვილისა იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა კონსტანტინე თომას ძე ტყეშელაშვილი ლასა სარჯველაძე მიხეილ თომას ძე სვანიძე ნადეჟდა ონისიმეს ასული სანიკიძე ნოე კონსტანტინეს ძე უზნაძე პეტრე ნიკოლოზის ძე რაფაელოვი პლატონ ნიკოლოზის ძე სალაძე პორფილე ნიკოლოზის ძე სირაძე სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე სვიმონ არხიპოს ძე ჟორჟოლაძე ტარას სოხაძე ფილიმონ შიოს ძე რეხვიაშვილი იულია(ნა) ამბაკოს ასული სულაქველიძე ვასილ ფირონის ძე ტყეშელაშვილი ივანე ტურიაშვილი გიორგი სულეიმანაშვილი გრამიტონ სარჯველაძე დიმიტრი რუხაძე მიხეილ რუხაძე იუსტინე ფანცხავა
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გ. ზდანოვიჩი, ამხანაგი – ი. ოცხელი) თავის მზრუნველობაში არსებულ 18 ბიბლიოთეკას საკუთარი ხარჯით უწერდა 4 სხვადასხვა ქართულ გაზეთსა („იმერეთი“, „ჩვენი ერი“, „სასოფლო გაზეთი“, „კოოპერაცია) და 1 საყმაწვილო ჟურნალს.

1913

ტიპი: სტატუსი

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის (თავმჯდომარე - გ. ზდანოვიჩი, მოადგილე - ი. ოცხელი) ნამდვილი წევრები, რომელთაც გადახდილი აქვთ 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი: ვასილ ფანცულაია, მელქისედეკ ფაღავა, ნიკო ფაღავა, ნინო ფაჩულიასი, პორფილე ფანჯავიძე, ნიკოლოზ ფერაძე, ზაქარია ფირალიშვილი, არსენ ფოჩხუა, ვერა ფხაკაძე, პარმენ ქებულაძე, ნიკო ქელბაქიანი, სევერიან ქელბაქიანი, პლატონ ქორდავა, გიორგი ქორქაშვილი, მიხეილ ქორქაშვილი, დავით ქუთათელაძე, ლუკა ქუთათელაძე, სოფიო ქუთათელაძე, ლუკა ღოღელია, სიმონ ღოღობერიძე, სამსონ ყიფიანი, პეტრე ყიფიანი, იპოლიტე ყიფიანი, ვლადიმერ ყუფარაძე, გრიგოლ ყუფარაძე.

პირები
არსენ ფოჩხუა გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი დავით ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე ვერა ლაზარეს ასული ფხაკაძისა მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა მიხეილ ლევანის ძე ქორქაშვილი ნიკო მელიტონის ძე ქელბაქიანი ნიკოლოზ პავლეს ძე ფერაძე ნინო კონსტანტინეს ასული ფაჩულიასი პეტრე იოსების ძე ყიფიანი პორფილე დავითის ძე ფანჯავიძე სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი) სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე (ღოღაბერიძე) ლუკა ღოღელია სოფიო ქუთათელაძე ნიკო ბესარიონის ძე ფაღავა ლუკა ქუთათელაძე პლატონ ძვალძვალის ძე ქორდავა სევერიან დომენტის ძე ქელბაქიანი პარმენ ქებულაძე ზაქარია ფირალიშვილი ვასილ ფანცულაია იპოლიტე ყიფიანი გრიგოლ ყუფარაძე ვლადიმერ ყუფარაძე
წყარო

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს ნინო აბიათარის ასული იაკობაშვილი თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსის მსმენელი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ხონის ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა თხოვნა, ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად ვიქტორ ქუთათელაძე დაენიშნათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის წერილი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თ. კიკვაძე, თავმჯდომარის ამხანაგი: კ. ნინიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის მოხსენება, რომ 1-ელი თებერვლიდან თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, ხოლო რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა თავი დაანება სამსახურს. გამგეობამ დაამტკიცა მომცელიძე, ფიცხელაურის ადგილი დატოვა დროებით თავისუფლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილსის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 4 ოქტომბერს თავადაზნაურობის წინამძღოლმა სათავადაზნაურო ბანკში შეიტანა სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესაძენად საჭირო თანხის (5344 მან. და 34 კაპ.) ნაწილი, კერძოდ 677 მან. და 71 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 15 ოქტომბერს თავადაზნაურობის წინამძღოლმა შესთავაზა მას სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის მიხედვით, მიხეილ მოსეს ძე მღვდლიევმა (მღვდლიშვილმა) გადაიხადა 1912 წლის საწევრო 10 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიების მიხედვით, დავით იოსების ძე მეტრეველმა გადაიხადა 1908 და 1912 წლის საწევრო 3-3 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის მიხედვით, სტეფანე სვიმონის ძე ელიაძემ გადაიხადა ორი წლის საწევრო: 1911 წელს – 283 მანეთი და 50 კაპიკი, 1912 წელს კი – 100 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების აპრილის ხარჯთაღრიცხვა – შემოსავალი იყო 898 მან. 42 კაპ., ხარჯი – 1 559 მან. 67 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 472 მან. 82 კაპ., ვალი – 155 მან. 20 კაპ., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი იაკობის ძე ხეთაგური, პეტრე ალექსანდრეს ძე ხომერიკი, იოსებ ხაზარას ძე ხმელიძე, სვიმონ ხორბალაძე, ბეჟან ვასილის ძე ხუნდაძე, ვასილ ხომერიკი და ფარნა ლევანის ძე ხაინდრავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: რაჟდენ მიხეილის ძე ჭავჭანიძე, დიმიტრი ჭიაბრიშვილი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ლუკას ძე ჭუმბურიძე, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, იოსებ ლევანის ძე ხეცურიანი და ლავრენტი ელიზბარის ძე ხუციძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ ივლიანეს ძე ჭეიშვილი, ვარლამ გიორგის ძე ჭირაქაშვილი, ნინო გარსევანის ასული ჭირაქაძე, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, ვალერიან პავლეს ძე ჭანტურია, ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე და თამარ ისაკის ასული ჭურაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მოსე წეროძე, ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი, მიხა ვასილის ძე ჭოლაძე, ვარლამ მათეს ძე ჭავჭანიძე, თეოფილე ჭახონელი, მიხეილ გიორგის ძე ჭელიძე, აკაკი ივლიანეს ძე ჭეიშვილი და ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. საკითხის განხილვა გადაიდო 7 მაისის საგანგებო კრების შემდეგ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ ყვარელში ილია ჭავჭავაძისეული მამული ჩაიბარა. ოქმს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალექსანდრე ციციშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1912 წლის პირველი იანვრისთვის გამგეობის სალაროში 102 მან. და 53 კაპ. იყო. საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 294 მან., ილია ჭავჭავაძის მამულიდან – 168 მან., 20 ივლისს გამართული საღამოდან – 261 მან., წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიიდან – 150 მან., ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით – 61 მან. წიგნის მაღაზიის სავაჭრო თანხა 885 მანეთს შეადგენდა, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი დავითის შემოწირულობა – 50 მანეთს, სოფიო ზარაფიშვილის ვალი – 100 მანეთი. სულ 1912 წელს გამგეობის სალაროში შემოვიდა 2072 მან. და 39 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს, როგორ უნდა მიეგოთ პატივი 30 აგვისტოს მოკლული ილია ჭავჭავაძისათვის.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობას (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) შემოსავალი 593. 07 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 399. 34. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 193. 73 მანეთი იყო.