ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე გახსნა ბარბარე ივანეს ასულ კვირკველიას წარდგენილი ყულაბა, რომელშიც 280. 57 მანეთი აღმოჩნდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა შეატყობინა, რომ საზოგადოების ცხინვალის განყოფილებაში იყო 31 წევრი და საწევრო თანხა, 93 მანეთი, წინასწარ გაუგზავნეს საზოგადოების მთავარ განყოფილებას.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩია იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი და გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი აირჩია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების უახლოეს მიზნად დასახა ცხინვალში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილმა გაუგზავნა 1914 წლის 20 აგვისტოს ცხინვალში ჩატარებული კრების ოქმი და კრებაზე არჩეულ წევრთა სია და სთხოვა, მის სახელზე საზოგადოების განყოფილების გახსნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნა. ამით ის დაუმტკიცებდა ცხინვალის საზოგადოებას, რომ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილისა და საზოგადოების წევრის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის მოხსენება საზოგადოების წლიური შემოსავალ-გასავლის ანგარიშის შემოწმების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო 7 მაისის საგანგებო კრების შემდგომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ განყოფილების მთელი ქონება ადგილობრივ რევკომს გადაეცა. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების კომისარიატთან მოლაპარაკება დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის გამგის განცხადება პოლიკარპე ლორთქიფანიძის გათავისუფლების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს წიგნების გადაფასების საკითხზე. გამგეობის გადაწყვეტილებით წიგნების გადაფასება პრეზიდიუმის საქმე იყო.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრის, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის წერილი ჟენევის ქართველი სტუდენტების ბიბლიოთეკისა და ამ ბიბლიოთეკისთვის 1500 მანეთის გაგზავნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძისთვის გ. იოსელიანის 10 „საღმრთო ისტორიისა" და სასკოლო ნივთების გაგზავნა გადაწყვიტეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ა. როინიშვილმა დუშეთში სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს შიო ალექსანდრეს (ალექსის) ძე ელიავა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1897 წელს – ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ნ. მრევლიშვილმა ონში ბიბლიოთეკა დააარსა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-1895 წლებში ბესარიონ ნიჟარაძის თაოსნობით სვანეთში ბიბლიოთეკა დაარსდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვის მიერ ცხინვალში დაარსებლი ფასიანი ბიბლიოთეკა შემდეგ უფასო გახდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სვიმონ ბეგიაშვილმა სიღნაღში, თავისი სახლში, უსასყიდლოდ მოაწყო სამკითხველო.