ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51262

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს 100000 მანეთს თავისი წიგნების ჰონორარიდან. იმ დროისთვის მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა ბარნოვის თხოვნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გან. კომისარიატის მთავარ გამგეობასთან მოლაპარაკების საკითხს. პრეზიდიუმმა ასევე წარუდგინა სხდომას წერილობითი მოხსენების პროექტი, რომელიც განჩინების თანახმად დადასტურებულ იქნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: პ. საყვარელიძე, ნ. ნაკაშიძე, ნ. ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა გლავპოლიტპროსვეტთან მოლაპარაკებას. გამგეობამ მოლაპარაკების წარმართვა პრეზიდიუმს დაავალა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იასონ ნიკოლაიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო ორი წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 1360 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი დავით ლორთქიფანიძე 43 წლის, დაოჯახებული და ერთი შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 1080 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში მასწავლებელი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი მათემატიკის გარდა ყველა საგანს მე-3 და მე-4 განყოფილებებში კი – მხოლოდ საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილებაში ივლიანე გოგელაშვილი ყველა საგანს ასწავლიდა საღვთო სჯულის გარდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მასწავლებელი ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის პირველ განყოფილებაში ყველა საგანს ასწავლიდა, მე-4 განყოფილებაში კი – მხოლოდ სამშობლოს აღწერას.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში მასწავლებელი ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია მხოლოდ მათემატიკას, მე-4 განყოფილებაში კი – ქართულს, რუსულ ენასა და მათემატიკას ასწავლიდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვენერა ანტონის ასული ძნელაძე, კოსტა გაბოს ძე ძებირაშვილი, სოლომონ კონსტანტინეს ძე ძაგნიძე, სვიმონ სამსონის ძე წერეთელი, მელიტონ გიორგის ძე წურწუმიძე, ალექსანდრე სიმონის ძე წივწივაძე და სოლომონ შევარდენის ძე წულაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ავთანდილ იესეს ძე ცინცაძე, სეფე ალექსანდრეს ძე ცინცაძე, ვასილ სიმონის ძე წიტაიშვილი, მიხეილ ალექსის ძე ცაგარელი, ნინო ქრისტეფორეს ასული ციცქიშვილი, კალენიკე სიმონის ძე ცქიტიშვილი და პავლე ცხვედაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ტარასი ზურაბის ძე ცქიტიშვილი (ცქვიტიშვილი), ფიდო მიხეილის ძე ცოფურაშვილი, უშანგი ცინცაძე, სიმონ ივლიანეს ძე ცხომელიძე, ფილიპე ივლიანეს ძე ცხომელიძე, დიმიტრი ცეცხლაძე, მარიკა ნიკოლოზის ასული ცინცაძე და პავლე ელიშუღის ძე ცინცაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივლიანე ჩხიკვიშვილი, პეტრე ნიკოლოზის ძე ციხისთავი, ვასილ ანდრიას ძე ცეხელაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე ცილიკი და იპოლიტე ნანიკას ძე ცქვიტინიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნის გამოცემაში დახმარების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პარიზში მცხოვრები იოსებ ჭეიშვილის თხოვნა, რომ დაენიშნათ სპარსეთის ქართველობის მასწავლებლად და ამისთვის წინასწარ დახმარებოდნენ ფულით. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 მაისის საგანგებო სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიხილა 1898 წლის ანგარიში და გასცა დაბეჭდვის განკარგულება. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. მოხსენებაში ვართაგავამ აღწერა თელავის სკოლის ქონება, რომელშიც შედიოდა: ქალთა სასწავლებლისგან დროებით ნათხოვარი საბავშვო მაგიდა, მასწავლებლებისთვის შეძენილი მეორე მაგიდა, დაფა და სურათების მისაყუდებელი (ორივე შემოწირული), სამრეკლოსგან დროებით ნათხოვარი საანგარიშო, მკავი, გრძელი სკამი, ნაგვის ყუთი, ბავშვების ტანსაცმლის საკიდი (ყველაფერი შემოწირული), შეძენილი წყლის კასრი, ცული და სათლი, სასწავლო ნივთები, წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის მიერ შემოწირული სურათები (ფრინველთა, ცხოველთა და საღვთო სჯულიდან), შემოწირული წიგნები: გოგებაშვილის „ასპინძის ომი“, გრიმების ზღაპრები, ეკ. გაბაშვილის მოთხრობები, ელიაშვილის „სამშობლო“, „ბუნების სარკე“, ჯეჯილში დაბეჭდილი ზღაპრები, „მშიერი მგელი“ (ხალხური), ანბანი (ორი ქართული ანბანი და ერთი რუსული, მოძრავი).

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 მაისის საგანგებო სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში შემდეგი წლისათვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ 1912 წლის 27 სექტემბერს მან მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება თელავის სკოლის დათვალიერების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამეგობის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გ. ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას 27 სექტემბრის მოხსენების ასლი. მოხსნება ვართაგავას მიერ თელავის სკოლის დათვალიერებას ეხებოდა. მთავარმა გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების გამგეობას გაეთვალისწინებინა ვართაგავას შენიშვნები და ზომები მიეღო ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი და საქმისმწარმოებლი გ. ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლის მასწავლებლის ჯამაგირი 400 მანეთს შეადგენდა. მისთვის ქირაობდნენ სახლს, მას ამარაგებდნენ შეშითა და ნავთით. ამრიგად, მასწავლებელი უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა საზოგადოების გასული წლის ანგარიში წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე საზოგადოებას 15221.20 მანეთი ჰქონდა.