ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50830

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საორგანიზაციო საკითხების ანგარიში 117. 73 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. საღვთო სჯულიდან წაკითხულ იქნა – ძველი აღთქმიდან: ქვეყნისა და ადამიანის შექმნა, ადამი და ევა, კაენი და აბელი, ახალი აღთქმიდან: ღვთისმშობლის დაბადება, ტაძრად მიყვანა, ხარება, ქრისტეს დაბადება, მირქმა, ნათლისღება, ქადაგება ქრისტესი, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, სულიწმინდის მოფენა, ჯვართამაღლება, ლოცვებიდან: ლოცვა უფლისა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავას თქმით, სკოლა მოთავსებული იყო დარია შიუკაშვილის ერთსართულიან სახლში, სასამართლოს ქუჩაზე. იმ დროისათვის სკოლას დაქირავებული ჰქონია სამი ოთახი, მომავალში აპირებდნენ ხუთი ოთახის დაქირავებას. ორი ოთახი დაეთმობოდა განყოფილებებს, ორი ოთახი – მასწავლებლებს, ერთიც – ბავშვებს, იმ დღეებისთვის, როცა გარეთ ვერ შეძლებდნენ გასვლას უამინდობის გამო. სკოლას გააჩნდა ფართო აივანი, ეზო, სამზარეულო, მოსამასახურეების ოთახი და სარდაფი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფთა და ხეიბარ მებრძოლთა სამზრუნველოს მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრნენ თბილისის ადგილობრივი ბრიგადის სამხედრო ხელმძღვანელი ბაშენევი, კავკასიის მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ნირ-კიაზიმ ხან ტალიშევსკი და საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ვ. მ. მაჩაბელი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი სიმონის ძე დუმბრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს რაფიელ სპირიდონის ძე დვალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს პოდპოლკოვნიკი სოლომონ კონსტანტინეს ძე ჯავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონსტანტინე ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი ჯანიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თელავის სახალხო ბიბლიოთეკის თხოვნა საზოგადოების გამოცემების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის ყველა გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიექციათ ყურადღება კლასში შეგირდების რაოდენობისთვის. ვართაგავას აზრით, 30-ზე მეტი შეგირდი არასგზით არ უნდა ყოფილიყო კლასში. ეს ოცდაათიც ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ წესით თითოეულ მათგანთან ცალკე მეცადინეობა იყო საჭირო. თუმცა მწირი შესაძლებლობების მქონე სკოლისთვის ეს დიდი ფუფუნება იქნებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ანგარიშში მოსწავლეებს უსწავლიათ მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა ოცის ფარგლებში, ათეულის თვლა, ზომები: ლიტრი, კილო, გირვანქა, ფუტი, საჟენი, არშინი (ახსნა-განმარტების პროცესში მასწავლებელი თვით საგნის ან მისი გამოსახულების დემონსტრირებას ახდენდა). ბავშვებს ასევე უსწავლიათ მანეთის დახურდავება აბაზიანებად, შაურიანებად, უზალთუნებად და კაპეიკიანებად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანი დავით კარიჭაშვილი 20 აგვისტოდან ითხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლებას.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე ატყობინებს თბილისის გამგეობას, რომ ქუთათურ ვაჭრებს სურთ, თბილისელ ვაჭართა მსგავსად, ერთი დღის მოგების გარკვეული ნაწილი გადასცენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებას და ამ საქმეში ითხოვენ გამოცდილების გაზიარებას, სახელდობრ: აინტერესებთ, როგორ ადგენენ თბილისელები დღიური მოგების რაოდენობას და რამდენ პროცენტს ურიცხავენ საზოგადოებას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი – თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საზოგადოებამ თავისი წესდების პირველი პარაგრაფის საფუძველზე დაადგინა ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომლის გამგეობაშიც შევლენ არჩეული წევრები: გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

სამსონ ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე (თავმჯდომარე), ივანე მიხეილის ძე გომელაური, ირაკლი (ერეკლე) გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, სოფრომ გლახას (გაბრიელის) ძე ტარუაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ბავშვების მშობლები მათსავით უსწავლელნი იყვნენ და ამიტომ საჭირო იყო სკოლაში სახალხო კითხვების მოწყობა. ამ მიზნით შეიძლებოდა „волшебный фонарь“-ის შეძენა და რამდენიმე სკოლისთვის რიგრიგობით თხოვება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, აუცილებლად უნდა მიექციათ მეტი ყურადღება სიმღერის გაკვეთილებისთვის. ამისათვის სჭირო იყო ფისგარმონიის შეძენა. ბავშვები უნდა მიჩვეოდნენ შრომას, სკოლის ტერიტორიაზე უნდა ჰქონოდათ საკუთარი ბოსტანი, რომელზეც იზრუნებდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, სასურველი იყო მხატვრებს დაეხატათ ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათები (მკა, თესვა, განიავება, ხვნა), თავის ტილოებზე გამოესახათ შრომის იარაღები, ფრინველები, ცხოველები. თელავის სკოლას კი ჰქონდა ცხოველთა სურათები, მაგრამ ისინი არცთუ ზუსტი იყო, ანუ ადგილობრივი ცხვარი და კურდღელი განსხვავდებოდა სხვა კუთხეებში მობინადრე ცხოველთა ამ სახეობებისგან. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვებისთვის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა დავით კარიჭაშვილის თხოვნა გათავისუფლების შესახებ და დააკმაყოფილა. დაინიშნა საგანგებო კრება საქმეების წარმოების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.