ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51262

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგე იყო ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე, რომელმაც ბიბლიოთეკის სისტემატური და ანბანური ნაწილისაგან შემდგარი კატალოგი გამოსცა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგემ ადოლფ პეტრეს ძე ბერჟემ თავისი მოვალეობები მუზეუმის გამგებელ გუსტავ ივანეს ძე რადეს გადააბარა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვაჭარმა აბგარ იოანესიანმა შეისყიდა ი. ივანოვის ბიბლიოთეკა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლიდან ვაჭრობდა და მკითხველებს ემსახურებოდა ალადატოვის წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტრე უმიკაშვილის თხოვნით დაადგინა, ლაიფციგის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა საზოგადოების გამოცემები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ნოემბრის ნამსახურეობის სიის მიხედვით, პიღასი ივანეს ასულმა აბდუშელიშვილმა დაამთავრა მე-7 ორწლიანი პედაგოგიური კლასი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 იანვარს ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებლის საპატიო წევრმა ანა მუსხელიშვილმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და სთხოვდა შემწეობას სასწავლებლისთვის.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 მარტს ახალციხის კეთილმოქმედების საზოგადოების თავმჯდომარე ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებლის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

ოლღა ალექსი-მესხიშვილის ცნობით, ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებელი დააარსა ახალციხის კეთილისმოქმედების საზოგადოებამ 1872 წელს.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ოლღა ნიკოლოზის ასული ალექსი-მესხიშვილი იყო ახალციხის კეთილმოქმედების საზოგადოების თავმჯდომარე.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია 2 წელი ბათუმის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 600 მანეთს შეადგენდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების წევრის, პეტრე უმიკაშვილის მოხსენება, რომ ევროპის უნივერსიტეტებსა და საქალაქო ბიბლიოთეკებში წიგნების გაგზავნით გამგეობას საფუძველი ჩაეყარა ქართული განყოფილებებისათვის.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ქართული სკოლების მასწავლებლებს უნდა ჰქონოდათ ერთობა, უნდა შესძლებოდათ აზრების გაცვლა, თავიანთი ჭირ-ვარამის ერთმანეთისთვის გაზიარება ჟურნალ-გაზეთების საშუალებით თუ სპეციალურ თავყრილობებზე. სპეციფიკური პირობების გამო, რომელშიც ქართული სკოლები იმყოფებოდა, მასწავლებლების ერთობის, მათი გაერთიანების საკითხი დიდ მნიშვნელობას იძენდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ბავშვებისთვის უნდა ესწავლებინათ ადამიანის ანატომია, ფრინველებისა და ცხოველების ჯიშები, სასწავლო და სათამაშო ნივთების, საკვებ-სასმელის ნაირსახეობები. საჭირო იყო აღწერა ყველა იმ სურათის, რომელიც მოცემული იყო „русскйи словарь"-ში.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 38 წლის იყო. დაოჯახებული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა. მარტში მეორე სამკითხველოს შემოსავალი – 17.22 მანეთი, გასავალი კი 23.53 მანეთი იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია იყო 36 წლის, დაოჯახებული და ჰყავდა ერთი შვილი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და ხელფასი 960 მანეთი ჰქონდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ივლ. გოგელაშვილი 9 წელი ბათუმის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 720 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი ერთი წლის განმავლობაში ბათუმის სკოლაში მუშაობდა პედაგოგად და მისი ხელფასი 600 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905-1906 წლების ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ნიკო სიმონის ძე ჯანაშია 7 წელი ძველი სენაკის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 965 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905-1906 წლების ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელი 6 წელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი და მისი ხელფასი 2160 მანეთს შეადგენდა (იგი ბინის ქირას 600 მანეთს იხდიდა).