ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51262

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს უსახსრობის გამო ავ. ენფიანჯიანცის სახალხო ბიბლიოთეკა დაიხურა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს სოლოდოვას ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

ივანე არდიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილას ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

მიხეილ მერაბიშვილი იყო უდეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი იყო თონეთის სკოლის კომიტეტის წევრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ივანეს ასული დემურია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის III ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე იყო წინარეხის სკოლის კომიტეტის წევრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

ივანე იოსების ძე ლეჟავა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

დავით ვახვახიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შილდას ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, პოლიევქტო კიკალიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ელენე ჯინოშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ბიბლიოთეკის ზედამხედველი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სამსონ ანტონის ძე დუმბაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ალექსანდროპოლში.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე დაოჯახებული იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე 33 წლის, დაოჯახებული და 4 შვილის მამა იყო.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ჰქონდა 11 ბიბლიოთეკა: თბილისის პირველი, თბილისის მეორე, ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის, ახალციხის, უდის, დიდი ჯიხაიშის, თბილისის მესამე, ხონის, ყვირილის, ხარაგაულისა და შილდის. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილმა დაამთავრა თბილისის სემინარია.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლ. გოგელაშვილი 46 წლის იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქშწკგ საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო 3 წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 360 მანეთს შეადგენდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საორგანიზაციო საკითხთა ანგარიში – დახარჯული 110 მან. 61 კაპ. და დასახარჯი 74 მან. 84 კაპ. ოდენობით. დაიწერა ორდერი N48. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „საწყალი ბაბუა“ ცახელის „გრდემლიდან“, ს. ყიფიანის სამი მოთხრობა და „ინდოურის თავგადასავალი“, ლომოურის „ქაჯანა“, „ალი“ და კრებული „მოლაღური“ (შემოკლებით), ეკ. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“, „ნინოს დედოფალი“, „საახალწლო სურათი“, ელიაშვილის „აკაკის საჩივარი“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების თებერვლის ხარჯთაღრიცხვა. 1-ლ ბიბლიოთეკას დარჩა 27 მან. 68 კაპ. II ბიბლიოთეკას – 10 მან. 29 კაპ. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები: ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 აპრილს მოსკოველი სტუდენტი ევგენი გუგუშვილი ატყობინებს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას, რომ სურს დაეხმაროს ოდიშის ერთ-ერთ 200 კომლიან სოფელს სამკითხველოს დაარსებაში, რომელიც სამომავლოდ საზოგადოების განყოფილებად გადაიქცევა. ამ საქმეში გამოუცდელი სტუდენტი სამოქმედო რჩევა-დარიგებას სთხოვს გამგეობას.