ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1906 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 30 მაისიდან 12 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 480. 82 მანეთი და დაიხარჯა – 75. 72.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი და ივანე გიორგის ძე რატიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1905 წლის წლიური ანგარიში, რომელიც საზოგადოების წევრებს გასაცნობად და აზრის გამოსათქმელად გაუგზავნეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 22-დან 29 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 103. 81 მანეთი და დაიხარჯა – 200.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა წარდგენილი ანდერძის დაბეჭდვის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 16-დან 22 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 59. 14 მანეთი და დაიხარჯა – 454. 43.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 3.50 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სხდომის ოქმის თანახმად, ანასტასია წერეთელმა საზოგადოებას ხელთუბნის სკოლის მიწა აჩუქა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 11.45 მანეთი გადაუხადა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 25 აპრილიდან 16 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 505. 25 მანეთი და დაიხარჯა – 2420. 26.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილებაში ქართულ ენას ასწავლიდა ნიკო სიმონის ძე ჯანაშია.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეებმა რუსულ ენაში გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ ლექსიკური ნაწილი. მათ მასალა კარგად აითვისეს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პირველ განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა მუზეუმის შემომწირველებს: დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, რაფიელ დავითის ძე ერისთავს და პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.

1884

ტიპი: ორგანიზაცია

1884 წლიდან ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა დაოჯახებული იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 31 მაისს, 1-ლ და 2 ივნისს გამგეობის წევრებმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ ბათუმის სკოლა დაათვალიერეს.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო გელოვანი ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პირველ განყოფილებას საკუთარი მასწავლებელი არ ჰყავდა, ამიტომ მოსწავლეები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი, ერთს მესამე განყოფილებასთან ერთად ასწავლიდნენ, მეორეს კი – მეოთხესთან, რაც სწავლას აფერხებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში დისციპლინა არ ვარგოდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სოფიო წულუკიძისა საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.