რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა მოესმინათ გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო. საქმის გამორკვევამდე მომსახურე პირებს პურის ფული უნდა მიეღოთ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია საზოგადოების ხარჯით შენახული ბიბლიოთეკებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშიისა და გომარეთის სკოლების რევიზორად პეტრე სურგულაძე დანიშნა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით უნდა განეხილათ საზოგადოების სამოქმედო გეგმა. გამგეობის მიერ არჩეულ განსაკუთრებულ კომისიას დავალებული ჰქონდა სამოქმედო გეგმისა და გამოსაცემი წიგნების სიის წარდგენა. საკითხის განხილვა გადაიდო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ფუცუ ბესარიონის ასული გაბისონია, მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, ნესტორ პავლეს ძე ეზუგვბაია, იოანე გობეჩია და მაქსიმე ივანეს ძე გეგიძე. მათ საწერვო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 14 იანვარს ალექსანდრე კავსაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საღამოზე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე კავსაძისთვის 14 იანვრის საღამოზე დასასწრებად ბათუმში წასასვლელი ფულის – 4 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე როინაშვილის პანაშვიდისთვის მგალობლების გზისა და ეპისკოპოსის სამოსის ფულის, დიაკვნების და საფლავის მცველის გასამრჯელოს – 40 მანეთის გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან ერთს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე თავმჯდომარეობდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან ორის თავმჯდომარე იყო იაკობ გოგებაშვილი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა, რომელთაგან თექვსმეტს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფელში გაეხსნათ ერთკლასიანი სკოლა, რომლის შესანახად მოსახლეობას ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო გადასახადი 25 თუმანი უნდა შეეკრიბა და სახლი აეშენებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაამტკიცა ხარჯთა სია: ბათუმის სკოლისთვის 1700 მანეთი, მდივნის ხელფასისთვის 600 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისთვის 100 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, წიგნების დასაბეჭდად 1500 მანეთი, ღარიბი სკოლების დასახმარებლად 500 მანეთი, მოულოდნელი ხარჯისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.