რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებს წაკითხული ჰქონდათ „გლახის ნაამბობი“, „დიმიტრი თავდადებული“ და რამდენიმე პატარა მოთხრობა, ასევე „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან“: მეფე ფარნავაზის, ქრისტიანობის ქადაგებისა და წმ. ნინოს ცხოვრების მეორე ნაწილის შვიდი თავი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ანჩაბაძემ და დიმიტრი ჟვანიამ ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ექვთიმე თაყაიშვილის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 18. 52 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გრიგოლ ყიფშიძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა პირველიდან 17 მაისამდე. შემოსავალი იყო 445. 2 მანეთი, ხარჯი – 1035. 3, საზოგადოებას ჰქონდა სულ 17 882. 81 მან., ვალი – 745. 21 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 სექტემბრიდან თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიაში ისტორიის მასწავლებლად გორის ვაჟთა გიმნაზიის იმავე საგნის მასწავლებელი ილია ბაკურაძე გადაიყვანეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წელს დიდი თონეთის სკოლის შემოსავალი 300 მანეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ დიდი თონეთის სკოლისთვის 416 მანეთი და 85 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილს ხელთუბნის სკოლის დასაარსებლად გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
1884
ტიპი: მფლობელობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილმა, ხელთუბნელმა მემამულემ, საზოგადოებას სკოლის გასახსნელად უსასყიდლოდ დაუთმო სახლი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდ თონეთში სასკოლო სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ დააკმაყოფილა დიდი თონეთის სკოლის პედაგოგ ბესარიონ ჭილაძის ორივე თხოვნა სამკურნალო წამლებისა და ასაცრელი ინსტრუმენტების შეძენის შესახებ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პედაგოგმა ბესარიონ ჭილაძემ ყვავილის აცრის მოწმობა მიიღო და საზოგადოების მმართველობას სთხოვა, ზომები მიეღო ასაცრელი ინსტრუმენტების შესაძენად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პედაგოგმა, ბესარიონ ჭილაძემ საზოგადოებას 15 მანეთი სთხოვა წამლების შესაძენად და სოფელში ავადმყოფებისთვის დასარიგებლად.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ დიდი თონეთის სკოლას სასწავლო წიგნები და ნივთები გაუგზავნა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბესარიონ ჭილაძე იყო დიდი თონეთის სკოლის პედაგოგი და მისი ხელფასი შეადგენდა 300 მანეთს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლა ოთხგანყოფილებიანი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 27 ნოემბრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ბათუმის სასკოლო სახლის ქირაში 450 მანეთი გადაიხადა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლის წლიური შემოსავალი 560 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 9 მანეთი და 19 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.