ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50846

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილ. სონღულაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის ხაზინადარი იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ალექსანდრე ყიფშიძემ, სამსონ ფირცხალავამ და თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა – განიხილეს ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება, რომ გამგეობას პოლიევქტოს კარბელაშვილისგან წიგნი და ძველი ხელნაწერები შეესყიდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის ოქმის მიხედვით, მარიამ აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის 8 კლასი დაამთავრა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 30 აგვისტოს სერაპიონ კონსტანტინეს ძე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს მარიამ აბიათარის ასული იაკობაშვილი თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსის მსმენელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 22-დან 29 მაისამდე საზოგადოებას 839. 76 მანეთი ჰქონდა, 667. 24 მანეთი კი გასცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება ბათუმისა და სენაკის სკოლებში რევიზორის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ ეს საქმე დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1 500 ცალი „დედა ენის“ შესყიდვა სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოს პატიმრების თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა – 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 5 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ივანე გიორგის ძე რატიშვილის მოხსენება თედო პავლეს ძე რაზიკაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ლევან, იაკობ და პეტრე ზუბალაშვილებისთვის წერილობით გადაეხადათ მადლობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. გამგეობამ დეკემბრიდან მოსამსახურეებისთვის მათი ჯამაგირებიდან ავანსის სახით 500 000-დან 800 000-მდე მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იაკობ ცინცაძისა და ვასილ იარალოვის თხოვნა ცხინვალის ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებით დახმარებოდნენ სახალხო სახლს.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ბარნაბ სოლომონის ძე მეძმარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის განცხადება, რომ გამგეობას გაეთავისუფლებინა საზოგადოების მაღაზიის გამგის თანამდებობიდან.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 29 მაისს სამსონ ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგედ დაინიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ ზომები მიეღოთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებს თანხა გადაეხადათ. 

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა მოესმინათ გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო. საქმის გამორკვევამდე მომსახურე პირებს პურის ფული უნდა მიეღოთ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ წარადგინა მოხსენებები გიორგიწმინდის, საგარეჯოს, კავკავის, გომარეთისა და ყალამშიის სკოლების რევიზიის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია საზოგადოების ხარჯით შენახული ბიბლიოთეკებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშიისა და გომარეთის სკოლების რევიზორად პეტრე სურგულაძე დანიშნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.