რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა თბილისის მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველ დეკემბერს ხსენებული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სამი წიგნის – „წითელი ფარნის“, „ხატაურის“ და „იგავ-არაკების“ გამოსაცემად 366 მანეთი და 56 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბიბლიოთეკისთვის 98 მანეთი და 10 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მგალობლებისთვის 120 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სკოლისთვის 596 მანეთი და 8 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სასწავლო ნივთებისა და წიგნებისათვის 576 მანეთი და 97 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი (სხვადასხვა პირის მიერ შემოწირული) 261 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი გამოუყო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 1-ელი დეკემბრიდან ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 27 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად 1-ლი დეკემბრიდან ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, 1880 წლის იანვარში ქუთაისში გაეხსნა ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში 67 ბავშვი სწავლობდა, შემდეგ მათი რიცხვი 60-მდე შემცირდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის არც დროებით დანიშნულმა გამგემ და არც დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სამსახურში არ აიყვანეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად სხვა თანამშრომელს ეძებდნენ. მას არც დეკემბრის ხელფასი გადაუხადეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ყოფილი სასულიერო გიმნაზიის ყველა თანამშრომელი თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ მას იქ არ გააგრძელებინეს მუშაობა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საქმისმწარმოებლის ხელფასისთვის 150 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ანა ნიკოლოზის ასულ ბეგთაბეგოვის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 18. 37 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გრიგოლ ყიფშიძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვს ბიბლიოთეკისთვის წელიწადში 100 მანეთის შემწეობის მოცემას შეჰპირდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის მაისში ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაპირებული 100 მანეთის გაგზავნა სთხოვა.