რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი იქაური ქართული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ეთხოვათ, სერაპიონ დადუნაშვილისთვის მიეწოდებინათ დაწვრილებითი ცნობები.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური, თევდორე ფარსადანის ძე მღვდელაძე, ნესტორ მაჭარაშვილი, ვასილ ბურდღუს ძე მალაშხია და ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობის 9 სხდომიდან 6-ს დაესწრნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იონა გიორგის ძე გაბუნიას წერილი, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას სოფელ ბანძაში ბიბლიოთეკის გახსნაზე.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას მისწერა, რომ უგზავნიდნენ კრილოვის იგავ-არაკებს, „Руское слово“-ს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“, „ბუნების კარს“ და ამ წიგნების ანგარიშს. წერილს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა გეგმავდა პედაგოგიური კურსების დაარსებას, რაც დროებით შეჩერდა, რადგან ნიკო ცხვედაძის განცხადებით, ეს პროექტი არ შეესაბამებოდა სახალხო მინისტრის მიერ დამტკიცებულ წესდებას.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ნიკოლოზ ქანანოვი და დავით ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის კანდიდატებად იყვნენ წარდგენილები.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1908 წლებში სოლვიჩეგოდსკში გადასახლებულმა იროდიონ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან თავის რჩენის საშუალება არ ჰქონდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ანა ექვთიმეს ასული შარაშიძე, დავით გიორგის ძე შარაშიძე, დავით ქრისტეფორეს ძე შიოშვილი და ნიკოლოზ სამსონის ძე შალიკაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის აგვისტოში იროდიონ ევდოშვილი პატიმრობის შემდეგ 3 წლით სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უფის გუბერნიაში გადასახლებული მელიტონ მელაძის თხოვნა რამდენიმე წიგნის უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა, კრების სექტემბერში გადადების მიუხედავად, მას და მის თანაშემწეს ყოველთვიური ჯამაგირი აეღოთ. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის IV განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენის პროგრამა სრულად ვერ გაიარეს. საქართველოს გეოგრაფია ცალკე სისტემატურად არ გაუვლიათ და უჭირდათ. „ბუნების კარის“ ისტორიული ნაწილი და საღვთო სჯული კი კარგად იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის III განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენის პროგრამა სრულად ვერ გაიარეს, თუმცა განვლილი მასალა კარგად იცოდნენ. რუსულ ენის სწავლა კი უჭირდათ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ოცდახუთი მანეთი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილმა და მდივანმა სერგი გორგაძემ.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის I განყოფილებაში უკეთესად სწავლობდნენ, ვიდრე II განყოფილებაში. I განყოფილების მოსწავლეებმა საღვთო სჯული კარგად იცოდნენ, სხვა საგნებში კი შედარებით სუსტები იყვნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პირველ განყოფილებაში საღვთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე. მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ლოცვები და მოთხრობები.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის I განყოფილების მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ოცის ფარგლებში ანგარიში. ასევე კარგად აითვისეს „რუსკოე სლოვოს“ ლექსიკური ნაწილი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ მხოლოდ 95 გვერდი გაიარეს. მათ კარგად იცოდნენ განვლილი მასალა და წერა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შორაპნის მაზრის შავი ქვის (მანგანუმის) მრეწველთა საბჭოდან შეატყობინეს, რომ შესაძლებლობისთანავე გაიღებდნენ თანხას როგორც ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად, ისე სპარსელი ქართველებისთვის, მაგრამ ამას უსახსრობის გამო ჯერ ვერ ახერხებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგემ, იასონ ბაქრაძემ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 7 მაისს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 26 მაისიდან 2 ივნისამდე გამგეობის წევრმა ივანე გიორგის ძე რატიშვილმა კავკავის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ქართული ენის გრამატიკა, ლექსები, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. მათ კარგად დაწერეს თემა „შოთა რუსთაველი და მისი დრო“. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სარევიზიო კომისია ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV კლასში ქართული ენის გამოცდას დაესწრო და დარწმუნდა, რომ მოსწავლეებმა საგანი კარგად იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.