რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებელს მოთხოვნილი წიგნების ანგარიში გაუგზავნა. წერილს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შესაძენი რვეულების საფასური შეატყობინა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-დან 1908 წლამდე ილია წინამძღვრიშვილი ნოტარიუსად მუშაობდა სანოტარო კანტორაში.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სილიბისტრო კონსტანტინეს ძე გაბუნია, მალაქია სოლომონის ძე გიორგობიანი, ბარბარე ალექსანდრეს ასული გამრეკელი, სიმონ პართენის ძე გივიშვილი და ვასილ ფარნაოზის ძე გვაზავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 14 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ივანეს ძე ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის გაგზავნა სთხოვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა რვეულების თანხისა და საფოსტო ხარჯის ანგარიში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა, მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით სთხოვა, 3 სექტემბერს გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 მაისს სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო კომიტეტის წევრების – აკაკი გაბრიელის ძე შანიძის, გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანის, სერგი რომანოზის ძე გორგაძისა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის – ორგანიზებით ქართული ენის მცოდნეთა ყრილობა გაიხსნა. ყრილობის მიზანი სავალდებულო სალიტერატურო ქართულის ნორმების შემუშავება იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ლ მარტს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებისათვის გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინათ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მათი მოთხოვნილი ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის საფასური 12. 50 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელის ზედამხედველმა მიხეილ ივნეს ძე ილურიძემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გაეგზავნათ არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძის ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს 60 ეგზემპლარი, თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო – 5, „ქართველი პოეტების კრებული" (რუსულ ენაზე) და სულხან (ტიხონ) ბარათაშვილის (ბარათოვის) საქართველოს ისტორია – 2-2, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის რუსული მეტყველება (Русская речь) და 15 ცალი „Христоматия Полевого".
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 აპრილს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს გაღებული ჰქონდა სამკითხველოს ქირისთვის – 8 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15 და შესაწევრისთვის – 10, მსახურის ჯამაგირისთვის – 1.50, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.09 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, მელიტონ გიორგის ძე არეშიძე, ნაროუშვილი, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი და ივანე ნონეს ძე ედიშერაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: ძაღუნ გიორგის ძე დოლიძე, ბესარიონ მელიტონის ძე დოლიძე, იასონ საყვარელის ძე დოლიძე, ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე, ნიკოლოზ პავლეს ძე კილაძე და გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი იქაური ქართული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ეთხოვათ, სერაპიონ დადუნაშვილისთვის მიეწოდებინათ დაწვრილებითი ცნობები.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური, თევდორე ფარსადანის ძე მღვდელაძე, ნესტორ მაჭარაშვილი, ვასილ ბურდღუს ძე მალაშხია და ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობის 9 სხდომიდან 6-ს დაესწრნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იონა გიორგის ძე გაბუნიას წერილი, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას სოფელ ბანძაში ბიბლიოთეკის გახსნაზე.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას მისწერა, რომ უგზავნიდნენ კრილოვის იგავ-არაკებს, „Руское слово“-ს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“, „ბუნების კარს“ და ამ წიგნების ანგარიშს. წერილს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა გეგმავდა პედაგოგიური კურსების დაარსებას, რაც დროებით შეჩერდა, რადგან ნიკო ცხვედაძის განცხადებით, ეს პროექტი არ შეესაბამებოდა სახალხო მინისტრის მიერ დამტკიცებულ წესდებას.