ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დაიბეჭდა იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის პირველი მოთხრობა ტუსაღების ცხოვრებიდან „აქაც აღსდგა!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-1911 წლებში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა დაწერა პიესები: „ოჯახი“, „მსხვერპლი“, „გამცემი“, „სიმართლე“, „გაიქცა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ყვირილიდან ვარძიამდე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ბროშურა „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდან მეთექვსმეტე საუკუნემდე“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ კონსტანტინე ცხვედაძის სტატია „ქარელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ლექსი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ილია აბაშიძის წერილი „ჰიმნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 მარტს ქრისტინე შარაშიძემ ქართულ თეატრში წაიკითხა ლექცია „ქართველი ქალი ახალ ქართულ მწერლობაში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილის მოთხრობა „ქოსას ოინები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ალექსანდრე ყაზბეგი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს ქართული გამომცემლების ამხანაგობამ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები 4 ტომად გამოსცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის მოთხრობა „დაწყევლილი დღე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული დრამატული ხელოვნების მოკლე მიმოხილვა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 11 ოქტომბერს არტემ ფირალოვმა შიდა მრეწველთა კრებაზე წაიკითხა მოხსენება შიდამრეწველთა მიერ წარმოებული პროდუქტის პირდაპირ მომხმარებელზე გასაღების შესახებ წვრილმან ვაჭართა შუამდგომლობის გარეშე.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლეს „ცნობის ფურცლის“ რედაქციამ წლიურ პრემიად გამოსცა ალექსანდრე ყაზბეგის ნაშრომთა სრული კრებული, მწერლის ბიოგრაფიითა და პორტრეტით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „ქართული წარმოდგენების საქმე ქუთაისში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლის“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თაოსნობით კოტე ყიფიანის სცენაზე მოღვაწეობის 45 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანმა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ სომხურად თარგმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 მარტს სამტრედიის რკინიგზის თეატრში წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „არც აქეთ, არც იქეთ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დუტუ მეგრელმა თავისი პოემა „მწირი სარდალი“ გადააკეთა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21-23 მარტს ბათუმში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში ვალერიან შალიკაშვილის რეჟსორობით წარმოადგინეს კონსტანტინე დავითის ძე ერისთავის „ბრმა“ და აკაკი წერეთლის „სიყვარული“.