ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი დ. არაყიშვილი“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონის „ბაზრის სცენები“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ დავით ღამბაშიძის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონი „ბაზრის სცენები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ალხაზიშვილის სტატია „ჯავახეთი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარაში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანებისთვის შეადგინა და გამოსცა მუსლიმური ლოცვების ქართულენოვანი კრებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ახალი გორი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შრომა და სურსათი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში დაიბეჭდა არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ახალი წიგნი „ლექსები, სცენები და მოთხრობები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისს ვახტანგ კოტეტიშვილმა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში წაიკითხა ლექცია „სიმახინჯე, როგორც სახე მე-XIX საუკუნეში ქართველისა დღევანდლამდე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ექიმმა გ. ხირსელმა თელავში სახალხო უნივერსიტეტის დაარსების საკითხი წამოჭრა, ამ წამოწყებას მხარს უჭერდა მსახიობი თამარა გოგოლაშვილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 მარტის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „დ. ჩხოტუას გამტყუნება“ დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელი ყრილობის მე-4 დღეს კიტა აბაშიძემ წაიკითხა მოხსენება „რეცენზია და თეატრალური კრიტიკა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელი ყრილობის მე-4 დღეს არჩილ ავალიშვილმა წაიკითხა მოხსენება „ქართული ენა ქართულს თეატრში“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელი ყრილობის მე-3 დღეს იოსებ გედევანიშვილმა წაიკითხა მოხსენება „დრამატურგთა კავშირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელი ყრილობის მე-4 დღეს სოფრომ ტარუაშვილმა წაიკითხა მოხსენება „დრამატულ საზოგადოებათა კავშირი“, რომელსაც კამათი მოჰყვა და განსახილველად საგანგებოდ არჩეულ კომისიას გადაეცა. კომისიის თავმჯდომარედ კიტა აბაშიძე აირჩიეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის წერილი „ნიკოლოზ სულხანიშვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კასრაძის ლექსი „ოცნების ტალღებზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი“ (ივანე მაჩაბელი, ვ. ლორთქიფანიძე).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართული სახიობა“ („ვინ არის დამნაშავე?“).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლასხიშვილის სიტყვა – „ჩვენი ზრდა“, წარმოთქმული 8 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-3 დღეს, პეტრე მირიანაშვილი გამოვიდა წინადადებით ერეკლე მეფის დროინდელ სასცენო მოღვაწეთა სულის მოსახსენებლად გადაეხადათ პანაშვიდი. წინადადება მოიწონეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, არჩილ ჯაჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება „თეატრი სოფლად“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელი ყრილობის მე-8 დღეს სხდომა აკაკი წერეთლის შემაჯამებელი სიტყვით დაიხურა.