ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1876 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ კაჭრეთში კონსტანტინე ემანუელის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ივლისს მიიღეს ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის კანონის – შტატგარეშე (სალიკვიდაციო) გასამრჯელოს შესახებ – შესრულების შესახებ. ხელს აწერს შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე, ადასტურებს სამინისტროს საქმეთა მმართველი ილია გოლდმანი.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გარიცხეს კიევის უნივერსიტეტის მესამე კურსიდან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამო.

1900

ტიპი: ნასამართლეობა

1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი კიევის ციხეში დატუსაღებული იყო ხუთი თვე, რის შემდეგაც ჟანდარმერიის უფროსმა მიხეილ ნავიცკიმ წინადადება მისცა, 24 საათში დაეტოვებინა ქალაქი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა კაჭრეთში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა დროგამოშვებით ახერხებდა თბილისში გამოპარვას, სადაც დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს, აქ დაუხლოვდა ირაკლი წერეთელს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაიჭირეს და ხუთი თვე მეტეხის ციხეში ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ ისევ სოფელში გაგზავნეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905-1906 წლებში თბილისის კომიტეტმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაგზავნა ალექსანდროპოლის, ესივანის და ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს, მას შემდეგ რაც ჩავარდა ავლაბრის ტიპოგრაფია, გაზეთ „სხივის“ რედაქციაც გაჩხრიკეს და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იქ მყოფ სხვა პირებთან ერთად დააპატიმრეს.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ენისეის გუბერნიის სოფელ კუზნეცოვოში გაგზავნეს. მას ციმბირში სამუდამო გადასახლება ჰქონდა მისჯილი.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1911 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაიპარა გადასახლებიდან და ცხრა თვის მანძილზე ცხოვრობდა მოსკოვში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 1917 წლამდე დაჰყო.

1913

ტიპი: განათლება

1913-1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა პარიზში იცხოვრა და ელექტო-ტექნიკური კურსები დაამთავრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის რევოლუციის შემდეგ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი პარიზიდან თელავში დაბრუნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი არაყიშვილმა დაწერა ახალი აქტი ოპერისთვის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დაიბადა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში 1889 წელს.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1909

ტიპი: განათლება

1909-14 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია ბადრიძე დაახლოებით 17 წლის ასაკში გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903/1904 (ზუსტი თარიღი უცნობია) ილია ბადრიძე გოლოვინის პროსაპექტზე გამართული დემონსტრაციის მედროშე იყო.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ილია (ილიკო) გიორგის ძე ბადრიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრად აირჩიეს.