ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორის მისწერა, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ის ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის, სთხოვს ჟურნალ-გაზეთების გადაგზავნას. სწერს, რომ „ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 18668.25 მანეთს შეადგენდა, სეირნობებიდან და გასართობი ღონისძიებებიდან მიღებული თანხა — 5592.15 მანეთს, ხოლო საწევრო გადასახადის სახით 500 მანეთი იყო შესული.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკამ და ხელნაწერთა განყოფილებამ ჩაატარეს ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნის გამოფენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა გამოფენის მოწყობა ვერ მოხერხდა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1887 წელს ვასილ წერეთელი სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ეტაპით ქუთაისში გაგზავნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ წერეთელი გაზეთ „ივერიის“ მუდმივი თანამშრომელი იყო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გამოფენის მოსამზადებელ პროცესში ქრისტინე შარაშიძეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიბიოთეკის გამგემ, მიხეილ შევარდნაძემ, გამოფენის ნაბეჭდი წიგნების განყოფილების მოწყობის ხელმძღვანელობა დაავალა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება არჩილ მეფის პოლიგრაფიული მოღვაწეობისა და მოსკოვში პირველი ქართული სტამბის დაარსების შესახებ.

1890

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1890 წელს ვასილ წერეთელი ქუთაისის გუბერნატორთან კონფლიქტის გამო იძულებული იყო, თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ვასილ წერეთელი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსთან“ თანამშრომლობის გამო ბათუმიდან გადაასახლეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ვასილ გიორგის ძე წერეთელი გორის მაზრის სოფელ ქარელში არალეგალურად ცხოვრობდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ ნახევარში ქრისტინე შარაშიძემ იმუშავა „აღწერილობის“ III ტომის კორექტურასა და საძიებლებზე და დაწერა წინასიტყვაობა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა და ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმად მუშაობდა, ასევე სასწავლებლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1887-1918 წლებში ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვასილ გიორგის ძე წერეთელი პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოსა“ და სხვა გამოცემებში.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მასალების მიხედვით, ვასილ გიორგის ძე წერეთელმა გამოაქვეყნა სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტ[ა]რი[ი]სა და ჰიგიენური საკითხების შესახებ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის სამუშაო გეგმაში ქრისტინე შარაშიძეს გათვალისწინებული ჰქონდა მივლინება მოსკოვსა და ლენინგრადში, იქ დაცული ქართული მასალების გასაცნობად.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს, სამუშაო გეგმის მიხედვით, დავით გურამიშვილის დაბადების 250-ე წლისთავის საიუბილეო გამოფენა უნდა გაემართა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა სამხედრო-ისტორიულ არქივში მოეძებნა ცნობები არჩილის ვაჟის, ალექსანდრეს, პეტრე I-ის გენერალ-ფელცეხმაისტერის, საქმიანობის შესახებ.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, თვალყური ედევნებინა დავით გურამიშვილის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნის „პირველი სტამბა საქართველოში 1709-1722“ ბეჭდვისთვის.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფ. სუხჩეში, დაიბადა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.