რეგისტრირებული ფაქტები49980
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1920 წლებში ქრისტინე შარაშიძე ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას მიწვევით ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციაში მუშაობდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტში გადატანის შედეგად ქრისტინე შარაშიძე უნივერსიტეტის შტატში ჩარიცხეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის მარტში ქრისტინე შარაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ თხოვნით მიმართა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს, რომ კომისიას სჭირდებოდა ცნობები კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე იყო დიომიდე თოფურიძე, მდივანი – მიხეილ ყაუხჩიშვილი, დედნის ასლთან სისწორეს ადასტურებდა ლეონიდ ჯაფარიძე.
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს ქრისტინე შარაშიძემ მატედარანში ვეღარ მიაკვლია 1948 წლის მივლინების დროს ნანახ ქართულ ხელნაწერებს.
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის შემოდგომაზე ერევანში მივლინების დროს ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ საბუთებს, რომელთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ალექსანდრე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა საგურამოს მამულის 1910 წლის ანგარიში, რომელშიც აღნიშნა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას მეურვე თ. გ. ერისთავისთვის მისაცემი ვალი: იჯარის ხარჯი 200 მან. გზისა – 10 მან.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე აფხაზი 1867 წლის 27 სექტემბერს (ოქტომბრის 10) სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახში დაიბადა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1913 წლებში კონსტანტინე აფხაზი თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს კონსტანტინე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, რის გამოც მან დატოვა სამხედრო სამსახური და საადგილმამულო ბანკის კომიტეტის წევრობა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის აგვისტოში კონსტანტინე აფხაზი ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში წინამძღოლობის თანამდებობის აღსრულებით და მიენდო ახალი არტილერიის ბრიგადის შედგენა, რომლის უფროსადაც დაინიშნა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის მარტში კონსტანტინე აფხაზი ბრიგადით გაემართა დასავლეთ ფრონტზე, სადაც დაჰყო იმავე წლის დეკემბრამდე, როცა ყოფილმა ნამესტნიკმა ნიკოლოზმა თბილისში გამოიწვია წინამძღოლის თანამდებობის ადგილობრივ აღსასრულებლად.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის განკარგულებით კონსტანტინე აფხაზი დაინიშნა სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებული კრების უფლებამოსილ თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის სათათბიროს კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ (уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района).
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე აფხაზი ხელმეორედ აირჩიეს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად, იმავე წლის ოქტომბერში კი – რუსეთის თავად-აზნაურთა კრებულიდან სახელმწიფო საბჭოს წევრად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს კონსტანტინე აფხაზი თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელმაც დააარსა ქართული უნივერსიტეტი და შეიმუშავა საზოგადოების წესდება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
განმარტებით ბარათს დროებითი წესების პროექტზე (დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელიც გაიცემა სამოქალაქო სამსახურის სახელმწიფო მოხელეებზე მივლინებების დროს), რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 3 მარტის სხდომაზე მოიწონა, ხელს აწერენ: ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი კელარევი, სწორია: საქმეთა მწარმობელი ტულაევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ივლისს მიიღეს ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის კანონის – შტატგარეშე (სალიკვიდაციო) გასამრჯელოს შესახებ – შესრულების შესახებ. ხელს აწერს შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე, ადასტურებს სამინისტროს საქმეთა მმართველი ილია გოლდმანი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დაიბადა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში 1889 წელს.