რეგისტრირებული ფაქტები49980
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 ნოემბერს ფხოველის ნავთის საწარმოს მმართველმა ნიკოლოზ თადეოზოს ძე დეკანოზიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველს სთხოვა, რომ ცხენების წასაყვანად ფხოველიდან ჩამოსული მადნის მილიციის უფროსის ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიცისთვის თბილისში იარაღის ტარების განსაკუთრებული ნებართვა მიეცათ. ამის შემდეგ ატარებდნენ იარაღს: ნაგანი 27209, ოსმალურ კარაბინს უნომროდ და ორ რუსულ ვინტოვკას: N160755, 103683.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ კალანდაძის თხოვნა ორი ქართველი მაჰმადიანი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს სოლომონ მიხეილის (გრიგოლის) ძე ოთარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრებაზე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დროს ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ მოემატებინათ ხელფასები სკოლის მასწავლებლებისთვის, ასევე მოსამსახურეთათვის, რაზეც გამგეობამ ერთხმად თანხმობა განაცხადა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრებზე სოხუმის განყოფილებისა და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება N5 შტაბს-კაპიტან სახურიას რკინიგზის საგუშაგო ბატალიონის მეთაურის დამხმარედ დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ: გენერალ-მაიორი კარალოვი, გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის აგვისტოში აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელმა კოტე აბდუშელიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა აკაკის სახლში სკოლის გასახსნელად მისულ მიწათმოქმედების კომისარიატის წარმომადგენლებს და ცუდად მოიხსენია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად გაიმართა საღამო პეტრე ყიფიანის თავმჯდომარეობით. თეატრს დრამატული დასი არ ჰყავდა, ამიტომ მსახიობების მოწვევა გახდა საჭირო. ღონისძიება ზარალით (26. 31 მან.) დასრულდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწონა დროებითი წესების პროექტი – დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელსაც გასცემდა სამოქალაქო უწყება სახელმწიფო მოსამსახურეებზე მივლინებების დროს. დროებით, ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებათა სიძვირის და გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზე საფოსტო კავშირის არასწორი ფუნქციონირების გამო, შეადგინეს წესები საგზაო და დღიური ფულის შემოღების შესახებ. ხელს აწერენ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი მ. კელარევი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა ქრისტინე შარაშიძე მიიწვია სასწავლო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე წლის 26 აპრილს ტარდებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის პირველი სექტემბრიდან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე საზოგადოება „განათლების“ ქალთა სამასწავლებლო სასწავლებელში (შრომის სკოლაში) უფროსი კლასების ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-11 წლებში ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე თბილისის პედაგოგიურ მუზეუმში მუშაობდა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძე ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ ბიბლიოგრაფად მიიღეს.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შესადგენად მოსკოვსა და ლენინგრადში იყო მივლინებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 6 ივნისის ბრძანებით, სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოანგარიშე ვიტოლდ რიპინსკის ავადმყოფობის გამო 10 ივნისიდან მიეცა ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით. დაამოწმა ი. პეტრენკომ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 27 მაისის ბრძანებით ინჟინერ თუმანოვის კავკასიის ოლქის ტერსკის განყოფილების სახალხო საბჭოში გადასვლის გამო კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს სიიდან ამ განყოფილებისა და დისტანციის ყველა მოსამსახურე ამოიშალა. დისტანციის უფროსი კვეშჩინსკი და ტექნიკოსები ივანოვსკი და დუდუკალოვი თბილისის განყოფილების მე-5 დისტანციაში გადავიდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 18 მაისის ბრძანებით, 1 აპრილს კავკასიის მდინარეების შემსწავლელი მეორე საძიებო პარტიის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებულ ინჟინერ კრიუკოვისთვის უნდა მიეცათ თვეში 400 რუბლის ოდენობის სარგო 1917 წ. ნოემბრიდან და ამ სარგოს შესაბამისად – შტატგარეშე დახმარება მდგომარეობის მიხედვით.
1935
ტიპი: ავტორობა
1935 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შედგენილი წერილისთვის ქრისტინე შარაშიძის ჰონორარი განისაზღვრა 350 მანეთით, რომლის 50 პროცენტს ის მიიღებდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, 25 პროცენტს _ მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს _ წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს საზოგადოების კრებამ საპატიო წევრებად აირჩია დ. ზ. სარაჯიშვილი, ა. ი. მდივანი, გ. ს. განძიელი, კ. ი. ზუბალაშვილი, ი. ზ. საგინოვი, გ. ნ. სხირტლაძე, ს. ბებუთაშვილი, ნ. ა. ხერხეულიძისა და სხვ.