ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47934

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წლის 17 ივლისიდან 23 ივლისამდე ქრისტინე შარაშიძე მკურნალობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკურ და ექსპერიმენტულ კარდიოლოგიის ინსტიტუტის დისპანსერში.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წლის 23 ივლისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგემ, ი. მ. გიგინეიშვილმა გასცა ცნობა, რომლის თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს შავი ზღვის სანაპიროზე ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა.

1957

ტიპი: ორგანიზაცია

1957 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 13 დეკემბრიდან 1958 წლის 13 მარტამდე.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ცნობით დაადასტურა, რომ ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ამავე წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს სსრ რესპუბლიკის მნიშვნელობის პესონალური პენსიონერი იქნებოდა. მისი პენსია განისაზღვრა 80 მანეთით.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951 წელს ქრისტინე შარაშიძე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ დეკემბერს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ანდრია აფაქიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისცა დახასიათება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში წარსადგენად.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 1941 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა, 1945 წლიდან კი შტატიანი თანამშრომელი იყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მუზეუმის მეცნიერ-მუშაკთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა, გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, საქმის განსაკუთრებული სიყვარულითა და დაუღალავი შრომის უნარით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის 15 მარტს ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის, ანდრია აფაქიძის ბრძანებით, სპეცსახსრებიდან გადაიყვანეს ძირითად შტატზე მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 8 ივნისის ბრძანებით, სახელმწიფო სამსახურში ჩარიცხეს საოლქო სამმართველოს თავისუფლად დაქირავებული თანამშრომლები: კლავდია ბაუერი, ნადეჟდა გოლდშადი და ოლგა სოკოლოვა. მათთვის ამავე სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლებს ანგარიშზე თანხა უნდა ჩაერიცხათ (ბაუერისთვის – 1906 წლის 6 ნოემბრიდან, გოლდშადისთვის – 9 ნოემბრიდან და სოკოლოვასთვის – 1-ელი ნოემბრიდან) იმ პირობით, რომ სამოქალაქო სამსახურში ყოფნისას სახელმწიფოს საპენსიო კაპიტალში ყოველწლიურად 7. 20 მანეთს შეიტანდნენ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი) ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობა 18 აპრილს, საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გამართავდა სხდომას. დღის წესრიგიც აცნობა და სთხოვა წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც ქუთაისის ფილიალის დეკემბრის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტაციას წარადგენდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივნისს კავკასიის ოლქის გზათა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ტექნიკოს ვასილ ზაკალინსკის სოხუმი-ახალი სენაკისა და საპატრულო გზის საქმეთა საგამოძიებო-სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებაში ყოფნის შესახებ (ცნობა: ინჟინერ სერგეი მორდვინოვის 7 ივნისის დეპეშა N70). ფაქტი ხელმოწერით ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა და იაკობ პეტრენკომ დაამოწმეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველის მოხსენება აფხაზეთში მიმავალი კომისიის ხარჯებისა და მოხელეთა შესახებ. დაადგინეს, რომ გასაგზავნი კომისიის წევრებისთვის მიღებული ყოფილიყო დღიური ხარჯი სამიდან ხუთ თუმნამდე და ბილეთის ფასი მესამე კლასიდან პირველამდე, რაც უნდა ეცნობებინათ სამინისტროებისთვის. ხელი მოაწერეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქმეთა მმართველმა და მდივანმა გრ. რობაქიძემ.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს დეომიდე ნიკოლოზის ძე შილაკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის მოთხრობის „ქაჯი“ I-III თავები დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვანო სლანაშვილი, ეფრემ ელიზბარის ძე სონღულაშვილი, ნოე გლახუას ძე სიხარულიძე, იოსებ მოსეს ძე სანადირაძე და სერგო გედევანის ძე სამხარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: შაქრო იორდანის ძე სიმონიშვილი, ეფროსინე სვანიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ნიკოლოზ სიმონის ძე სტაჯაძე და გიორგი ნიკოლოზის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სოზიაშვილი, ალექსანდრე სულთანიშვილი, დავით ქიტესას ძე სისაური, არჩილ სარდანაშვილი და ერმალოზ საღარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სულთანიშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, სიმონ გიორგის ძე სამადაშვილი, გიორგი პეტრეს ძე სარაჯიშვილი და ილია მიხელის ძე საყვარელიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვიქტორია ალექსის ასული საყვარელიძე, მიხეილ ივანეს ძე სოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული სულუხოვი, იოსებ მიხეილის ძე სულავა და ბარბარე კონსტანტინეს ასული სურგულაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მისწერა, რომ კომისარ ჩხენკელს ევაკუაციის დროს დახმარების გაცემის გაუქმებაზე განკარგულება არ გაუცია. კომისიამ აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ დახმარებას არასწორად გასცემდნენ, რაც თითქოს მოსამსახურეთა გაქცევასა და პოსტების დატოვებას იწვევდა. ასლანოვმა ითხოვა, ამ გარემოებისთვის ყურადღება მიექციათ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს მოხდა ლიკვიდაცია მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიისა, რომლის წევრი იაკობ ფანცხავაც იყო.