რეგისტრირებული ფაქტები50684
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამერვე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. ის მეოთხე განყოფილებისთვის სახელმძღვანელოების გაგზავნას ითხოვდა. გამგეობამ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წელს სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარი გამგეობის განკარგულებით, საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს შეუერთდა და ქრისტინე შარაშიძემ მუშაობა განაგრძო, როგორც ბიბლიოთეკარმა (მანამდე ის საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგე იყო).
1932
ტიპი: ღონისძიება
1932-1933 წლებში ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექციის დავალებით მუზეუმის ბიბლიოთეკის ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნების ფონდი აღწერა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს ფოთის პორტის მახლობლად რიონის, ხობისწყლის, კაპარჭისა და მათი შენაერთების გამოყენებით სანაოსნო მოძრაობის გახსნის საკითხი განიხილეს. ამ საქმის განხილვა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიას დაევალა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს იური ფაღავა, ნიკოლოზ პეტრეს ძე იოსელიანი, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი, ლევან ქაიხოსროს ძე მამულაიშვილი, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, ალექსანდრე პლატონის ძე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი და აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვითაც მიხეილ საბინინმა საზოგადოებას შესწირა გიორგი ავალოვის მიერ იამბიკოდ თქმული და 1839 წელს მოსკოვში გადაწერილი ხელნაწერი წიგნი „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს 1918 წლის 2 მაისის განკარგულებით ოლქის თბილისის განყოფილების მეორე დისტანციის პირველთან შეერთების გამო მეორე დისტანციის ტექნიკოსი საფარიანცი განთავისუფლდა დისტანციის უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ძველ თანამდებობაზე, ტექნიკური ნაწილის საქმეთა მმართველად. დისტანციების გაერთიანების გამო გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი. ცნობა: ოლქის თბილისის განყოფილების საქმეთა უფროსის 1918 წლის 17 მარტის პატაკი N596; ოლქის უფროსი, ინჟინერი გ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს სამეურნეო ნაწილის თანამშრომლები: საქმეთა მწარმოებელი მიხეილ ბელოზერსკი, საქმეთა მწარმოებლის დამხმარე გიორგი აზვესტოპულო; დაქირავებული მოსამსახურეები: ელენა ლომანოვა, ანა რომანენკო, ანტონ ჟღენტი, ანტონ ხოდაროვკი, გიორგი ჩიქოვანი, ალექსანდრე ჭილაძე, გიორგი კუცერუბოვი, მიხეილ ადამოვი, დიმიტრი კლიმენკო, პავლე პიატენკო, თეოფილ დუმინიკი. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გამგეობის თანამშრომლები: საქმეთა ინსპექტორი, საგზაო ინჟინერი ნიკოლაი უსპენსკი, გამგეობის ექიმი პეტრე ბეიერი; კანცელარიის თანამშრომლები: ნიკოლაი მატიუხოვი, იაკობ პეტრენკო, პეტრე დერევიანკო, ანტონინა სახოვა, ზინაიდა ცივილინა. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს თავისუფლად დაქირავებული თანამშრომლები: რაისა ანპილოგოვა, ბერკ კაცნელსონი, ლიუდმილა საფრონევა, ოლგა შავლაძე. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს ტექნიკური ნაწილის თანამშრომლები: ოლქის გამგეობის განკარგულებაში მყოფი III კლასის ინჟინრები: ნიკოლაი ხაბაროვი, ინჟინერი კაზიმირ სკუპევსკი, ტექნიკური კონტროლის ნაწილის გამგე, ინჟინერი ფლორიან ბულევსკი, საერთო საქმეთა მწარმოებელი სერგეი ივანოვი და ფეოდორ ლიგა. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის დავალებით ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს სთხოვა, გაეცა ბრძანება, რათა გაეგზავნათ საზღვაო და სამდინარო ნაოსნობის სააქციო-სატრანსპორტო საზოგადოების შემუშავებული წესდება, ასევე ცნობები, რამდენი სახელმწიფო გემის გადაცემა იყო შესაძლებელი საზოგადოებისთვის. ამ ცნობების გარეშე შეუძლებელი იყო კონცესიის პირობების საბოლოოდ დადგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის განკარგულებით, 1918 წლის 8 ივნისს ოლქის სამმართველოს თავისუფლად დაქირავებულ მოსამსახურეს, ა. კაპჩინსკის მისცეს ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის ბრძანებით, სამეურნეო ნაწილის გადამწერი ანა არეშიძე მოსამსახურეთა სიიდან ამოშალეს 1918 წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გადასვლის გამო.
1917
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს, ლივადიაში, იმპერტაიროს მიერ ხელით მინაწერი „ასე იყოს“ უტყუარი დასტური იყო სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ მოწონებული კანონის (9-გვერდიანი დოკუმენტი) – შტურმანებისთვის ახალი წესების დადგენის შესახებ სავაჭრო ფლოტის საზღვაო გემებზე. დოკუმენტი დამოწმებული იყო სახელმწიფო მდივნის, მაკაროვის მიერ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 დეკემბერს თბილისის ოლქის გზათა სამინისტროში, ინჟინერ თუმანოვისადმი გაგზავნილ დეპეშაში, რომელსაც ხელს რ. ჯავახოვი აწერდა ნათქვამი იყო, რომ გემი „Пенай“ ნოვოროსიისკში 16 დეკემბრის საღამოს უნდა გასულიყო. გ. თუმანოვს სწერდნენ, რომ სხვა გემების გასვლის შესახებაც შეატყობინებდნენ.