რეგისტრირებული ფაქტები46204
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: დავით ჩიქოვანი და გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა გერონტი ქიქოძე, მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე ქიქოძე, სერგო ჯაფარიძე. დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს ს. დადიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა, პავლე საყვარელიძისთვის მდივნად დარჩენა ეთხოვათ, რადგან ყველა წევრი დატვირთული იყო კომისიებში მუშაობით. საქმისმწარმოებელი შეასრულებდა ყველა საქმეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი, დამხმარე იყო გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. კომისია გაეცნო მთავრობის მიერ შედგენილ ჯარის მოწყობისა და ომის გამოცხადების პრეროგატივასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს. გაიმართა კამათი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ს. დადიანი, რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე. დამხმარენი: საბჭოს წევრი დ. ჩიქოვანი, გ. ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ს. დადიანი, მდივნობდა - საქმისმწარმოებელი დ. ნახუცრიშვილი. კომისიამ განაგრძო ჯარის დებულების განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე მდივნად აირჩიეს პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე კომისიის მდივნად აირჩიეს მარიამ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გადაწყდა საჭირო წიგნების მომარაგება, რისი მოწესრიგებაც დაევალა მარიამ ჩხეიძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაში მონაწილეობდნენ სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, მარიამ ჩხეიძე, პავლე საყვარელიძე, ლეო ნათაძე და მომხსენებელი გიორგი ნანეიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ წაიკითხა მოახსენება ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ. რაჟდენ არსენიძე იცავდა მოსაზრებას, რომ ეროვნული საბჭოსთვის ხალხის წარმომადგენელთა დარბაზი ეწოდებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, ლეო ნათაძე, ალექსანდრე წერეთელი, კოტე მაყაშვილი, მარიამ ჩხეიძე, სერგო ჯაფარიძე. მოწვეული დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე. ესწრებოდა საფინანსო სამინისტროს წარმომადგენელი ივანე პოლომორდვინოვი. თავმჯდომარეობდა ჯერ სამსონ დადიანი, შემდეგ – სერგო ჯაფარიძე, მდივანი იყო მარიამ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე წაკითხულ იქნა მუხლი I.: არავითარი საგადასახადო არ შეიძლება იქნეს დაწესებული ან შეკრებილი თუ წინასწარ ის პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული. გამოითქვა ორი აზრი: ერთი-რომ გადასახადების დაწესების უფლება უნდა იყოს პარლამენტის ხელში, როგორც არის დებულებაშიც, მომხრენი ამ აზრისა იყვნენ: ნანეიშვილი, ნათაძე, საყვარელიძე, მაყაშვილი, წერეთელი, პოლუმორდვინოვი, მიქელაძე ხოლო მეორე - თვითმმართველობებისა ჰქონდეს თავისუფლება გადასახადების დაწესებისა მომხრენი - ს. დადიანი, მ. ჩხეიძე. კენჭი ეყარა პირველს მუხლის მომხრე იყო 3 ხმა, წინააღმდეგ - 2.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომა გადატანილ იქნა სხვა ოთახში და სხდომა გაგრძელდა ს. ჯაფარიძის თავმჯდომარეობით. აღიძრა კითხვა იმის შესახებ, თუ რადგანაც პირველი მუხლი მიღებულია, ამ მუხლში შეტანილ იქნეს თუ არა დამატება, რომ ქალაქის და ერობის თვითმართველობათ უფლება ჰქონდეთ გადასახადების დაწესებისა. კამათის შემდეგ ნათაძემ შემოიტანა დამატების ტექსტი: ადგილობრივ თვითმმართველობათა უფლებას გადასახადების დაწესებისას განსაზღვრავს ცალკე კანონი, რომელსაც თავმჯდომარემ კენჭი უყარა და დამატება მიღებულ იქნა 6 ხმით ერთის წინააღმდეგ.