ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1916

ტიპი: ავტორობა

რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში წერს, რომ ფილმ „ქრისტინეს“ (1916-1919 წწ.) გადაღებისას პოლკოვნიკმა სიმონ ესაძემ თავაზიანად დაუთმო გადასაღები აპარატი, რომელსაც სხვა ფილმებზე მუშაობის დროსაც იყენებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

გერმანე გოგიტიძე მოგონებებში წერს, რომ ფილმ „ქრისტინეს“ (1919 წ.) ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, რომელიც მან პავლე პირონესგან გადმოიბირა, კეთილსინდისიერი, ნიჭიერი და შრომისმოყვარეადამიანი აღმოჩნდა.

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო მზრუნველობის კომისარის სახელზე 1918 წლის 14 მარტს გაიგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც კავკასიის ჯარის დემობილიზაციის გამო, ექიმები, რომლებიც საერთო გაწვევისას მსახურობდნენ , ეხლა განთავისუფლებულნი არიან საქმიანობისგან და უნდა დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ სამუშაოს. შესამჩნევი ეპიდემიის ზრდის გამო ,გუბერნიისა და სამხარეო კომისარიატებმა სამედიცინო პუნქტებს უნდა მოთხოვონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩაითვლებიან, როგორც სამსახურის დამტოვებლები.ამ წერილს ხელს აწერენ სამედიცინო სამმართველოს კომისარი ვლადიმერ მახვილაძე და საქმთა მმართველი მმართველი ფ, ფეხნერი

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სტანისლავა სტანისლავოვნა ბიტაჩეკი, გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი და ბაქრაძე მომარაგების სამინისტროს კონტროლის სამსახურში კონტროლიორებად მუშაობდნენ. მათი ხელფასი იყო 7.050 რუბლი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კარპე სპირიდონის ძე მოდებაძეს მომარაგების სამინისტროს კომერციული განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. მისი ხელფასი 11.500 რუბლს შეადგენდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე გიორგის ძე ჯიბლაძე და ივანე თევდორეს ძე ჭავჭანიძე მომარაგების სამინისტროს სავალუტო საქონლის დამზადების განყოფილებაში მუშაობდნენ. მათი ხელფასი 4000 რუბლი იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის პირველ თებერვალს ბაგრატ ბეთანელი ჯარში გაიწვიეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის 39 სხდომიდან მელანია გველესიანისა 25-ს დაესწრო, მარიამ ვარდოსანიძე – 26-ს, ელისაბედ ტყეშელაშვილი – 19-ს, ისიდორე კვიცარიძე – 33-ს, ბართლომე მოსეშვილი – 24-ს, სამსონ ყიფიანი – 32-ს, სვიმონ ხეჩინოვი – 22-ს, სილოვან ხუნდაძე – 27-ს და ტრიფონ ჯაფარიძე – 32 სხდომას..

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილმა წევრებმა: დეკანოზებმა – მელიტონ ცაგარეიშვილმა და გაბრიელ ცაგარეიშვილმა, გერასიმე ცაგარეიშვილმა, იროდიონ ცეხანოვსკიმ, ვლადიმერ ცნობილაძემ, ვასილ, სოლომონ, იასონ, ვლადიმერ, ირაკლი, სავლე, კლავდია და პუპი წერეთლებმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს იაკობ კირილეს ძე სოლოხინი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ხელგარჯილობის პედაგოგად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 29 მარტს დაიდო ხელშეკრულება „ჩემოსა“და სავაჭრო და სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა და ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და ტიტო ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება 2000 ტონა მარგანეცის ამერიკაში გატანაზე. ვალლაცი ტვირთში 410 000 იტალიურ ლირას იხდიდა. საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი იყო იაკობ ოკონჩი, კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ჟურული, ხოლო კომიტეტის წევრები – ი. მენაბდე და ნიკო ნიკოლაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამთო ინჟინერი ვ. გ. ოკუნევიჩი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხარეო-საბინაო სამმართველოს წარმომადგენელი პ. ა. ლავროვი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს ინჟინერი ნ. ს. ბალბაშევსკი დაესწრო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს პ. ა. ლავროვს სამხარეო საბინაო სამმართველოს წარმომადგენელის თანამდებობა ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ს. ბალბაშევსკის ეკავა სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს სამხედრო ინჟინერის თანამდებობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით ქართულ კლუბში საქველმოქმედო მიზნით გამართულ სეირნობაზე ქართველი მსახიობებს უნდა წარმოედგინათ ჰარტმანის დრამა „შეშლილია“.

1874

ტიპი: ორგანიზაცია

1874 წელს გორში ჩამოყალიბდა საიდუმლო რევოლუციური წრე, რომლიც წევრიც იყო სოფრომ მგალობლიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, სერგო ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა და სამსონ დადიანი.