ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს აბ. ი. ხეცურიანი თბილისის გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებელი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების მიხედვით, 1924 წელს დავით ჭავჭავაძემ სამეგრელოში გაჭირვებით მოაგროვა ასიოდე ცხენოსანი, რომელთაც სამეგრელოდან მოულოდნელად უკანდახეულ სხვა ნაწილებთან ერთად საჯავახოს სადგურზე მოუხდათ ბრძოლა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა საჯავახოდან წამოსვლის შემდეგ მის ასეულში მყოფ შარაშენიძეს ქართლში გადასვლაში დახმარება სთხოვა. ხიდისთავში ისინი კომუნისტების პირველ კრებაზე აღმოჩნდნენ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში რამდენჯერმე შეხვდა გენერალ კოტე აფხაზს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების დასაწყებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეული თელავში გაგზავნეს. გავლენიანი პირები სოფლებშიც ქმნიდნენ რაზმებს. ჩოლოყაშილი მათ პერიოდულად ხვდებოდა და რჩევებს აძლევდა. სიკო ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე სულხანიშვილს კი მათთვის სურსათის მიტანა ევალებოდათ.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ლიდია გრიგოლის ასული ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს მელიტონ სამსონის ძე ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს სიმონ ქვარიანი შრომის გმირის ორდენით დააჯილდოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი ბათუმში ცხოვრობდა და საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ-ფრანგული ენის ლექტორად მიიწვიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ ბიბლიოთეკის გასახსნელად ადგილობრივ თვითმმართველობას ოთახის დათმობა სთხოვა. თხოვნას ხელს აწერს ხელმძღვანელი სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი.

1923

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინი) და ორი ისტორიული რომანი: „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანმა სკოლებისთვის შეადგინა სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1900

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1900-1903 წლებში წიგნებად დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „ანჟელინა“ (მოთხრობა საფრანგეთის პროლეტარიატის ცხოვრებიდან), „სუმბელი“, „ევროპის მეაბრეშუმეობა“, „შავი ქვის საქმე“, „სამი გმირი“ და „ვიზიტი“. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა პუბლიცისტურ და პოლიტიკური ხასიათის წერილებს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს რომან ამირეჯიბი ტყვიამფრქვეველთა გუნდის უფროსად დანიშნეს, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი – მის მოადგილედ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს სოფ. ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებებში წერს, რომ 1924 წელს მან ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლესთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან გაგზავნა მეგობარი ჩოლოყაშვილის ადგილსამყოფელი გასაგებად. გზად მას ქაქუცას ძმა სიკო ჩოლოყაშვილი შეხვდა, რომელმაც უამბო, რომ ქაქუცა 6 კაცთან ერთად ალვანის ტყეებში იმყოფებოდა. იმ დროისთვის კი ვაზნების წასაღებად თელავში წასულიყვნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ქუთაისის წმინდა ნინოს სახ. სასწავლებელში გამართულ პუშკინის საღამოზე ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანმა თხზულება წაიკითხა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის წევრებად აირჩიეს: ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გრიგოლ ვოლსკი, ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ალექსი ჭიჭინაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ხიზანაშვილი, ივანე მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე მირიანაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ 1914 წლის 20 აგვისტოს იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, იროდიონ ბესარიონის ძ ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი და არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი ცხინვალის განყოფილების წევრებად აირჩიეს.