რეგისტრირებული ფაქტები49980
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზე ბათუმის ქალაქის თავმა საბახტარიშვილმა დაწერა განცხადება , მისი თქმით : ბათუმის ოლქი, ისევე როგორც ქალაქი ბათუმი ხეიბართა საქმის განხრით ეკუთვნის ქუთაისის გუბერნიას, რომელსაც წარუდგენს კრედიტების, ერთჯრადი საკვებისა(პაიოკი) და სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიას.. ბათუმმა ითხოვა ერთჯერადი საკვების (პაიოკის) გაზრდა, მაგრამ ქუთაისმა უარი განაცხადა რატომ? კანონით ბათუმს ეკუთვნის, მითუმეტეს ქუთაისის გუბერნიამ უკვე ამოწურა კრედიტი ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებზე , ბათუმის ოლქს ჩვეული წესისამებრ ეკუთვნის 9რუბლი და 84 კაპ. ამასთანავე ბათუმმა ნოემბრის თვისათვის გახსნა კრედიტი 11 020 პუბლი და 80 კაპ. თუკი ჩავთვლით ერთჯერადი საკვების ზომას 20 პუბლი, რასაც ექომაგებიან , თვიური კრედიტი გაიზრდება 18. 794რ და 40 კაპ. 38 200 პუბლამდე და ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის 30 784 პუბლი და 80 კაპიკი და ამასთან ერთად საჭიროა გავაფართოვოთ საკითხი საჭმლის მომავალ თვეებში გაზრდაზეც.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილისთვის მიეწერათ, რომ სკოლის მოწყობაში ცვლილებები მხოლოდ გამგეობის განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. დიდ შეცდომად ჩაეთვლებოდა ინპექტორს სასწავლებელში რაიმე ცვლილება, თუ გამგეობის დადგინება არ იქნებოდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების საქმეების ახალი მდივნის, ალექსანდრე მიქაბერიძისთვის გადაბარების შესახებ. მოხსენება მხედველობაში მიიღეს, დადგენილება ჩაიწერა ჟურნალში. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, იოსებ ფორაქაშვილისთვის 1. 15 მანეთის სასკოლო ნივთები გაეგზავნათ.
1917
ტიპი: თანამდებობა
ა. ვ. ფაღავა მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემი განყოფილების კანცელარიის მმართველად მუშაობდა და 5875 რუბლი ჰქონდა ხელფასი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი პირველი კავკასიური კინომატოგრაფიული ამხანაგობა „კინოსოიუზის“ გამგეობის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგი შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები, ასევე მძიმე მეტალზე პასუხისმგებელი საქარხნო შეხვედრების წარმომადგენელი გრიგოლ ჯანელიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შალვა გიორგის ძე რამიშვილი მზრუნველობის სამინისტროში სავაჭრო განყოფილების დირექტორი იყო და მისი ხელფასი 11. 500 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნატალია დიმისტრის ას. ნიქოძესა და მერია დიმიტრის ას. ქვლივიძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავათ რეგისტრატორის თანამდებობა, მათი ხელფასი იყო 2980 რუბლი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვალენტინა ნიკოლოზის ას. ტორანსკაიას მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა მემანქანის თანამდებობა, მისი ხელფასი შეადგენდა 2680.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ილია გრიგოლის ძე კალანდაძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ექსპედიტორის თანამდებობა ეკავა და მისი ხელფასი 5875 რუბლი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
თეატრის პატრონმა და სცენის თავდავიწყებით მოყვარულმა გერმანე გოგიტიძემ 1918 წლის სეზონისათვის მიიწვია ბათუმის დრამატული საზოგადოების მსახიობთა დასი, რომელსაც მეთაურობდა ვალიკო შალიკაშვილი. დასი სისტემატურად ივლიდა ოზურგეთში და ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენებს გამართავდა.
1919
ტიპი: ავტორობა
რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916-18 წლებში გადაღებულ ფილმში „ქრისტინე“ თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი, ცეცილია წუწუნავა. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე წუწუნავას განცხადებით, ოპერატორთან ჩხუბის შემდეგ ისინი „ხაზეინმა“ შეარიგა.