ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია პოეტ ვლადიმერ დარჩიაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ქართველ მსახიობთა ამხანაგობის მიერ 30 მარტს მიხეილ ქორელის რეჟისორობით წარმოდგენილი „კაი გრაკხის“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „როდემდის იქნება ეს სავალალო დრო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელ მაისს ბათუმის საკრებულოში ილია ივანეს ძე ფერაძემ წაიკითხა ლექცია თამარ მეფის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის წერილი იროდიონ ევდოშვილის გარდაცვალების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე ჟორდანიას წინასიტყვაობით ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებების კრებული გამოიცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი კრებული „უცხო მწერალთა ამბავნი და მოთხრობანი“ წიგნის მაღაზიებში სამ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდის ეპისკოპოს კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილი სალიტერატურო ნიმუშების კრებული „სიტყვების თეორია“ წიგნის მაღაზიებში ერთ მანეთად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე მესხის მიერ შედგენილი კრებული „იმერული სცენები“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სამკურნალო მწერლობის ბიბლიოგრაფიულ წერილზე მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული 1899 წლის კედლის კალენდარი თბილისის წიგნის მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის სტატია „ქოროღლი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში წაკითხული მოხსენებისა „ბავშვების აღზრდა ოჯახში“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „ლონდონის მაწანწალები“, დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ V ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის სახელზე აფხაზეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ დეპეშა გაიგზავნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 16 ნოემბერს ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ მ. პეტრიაშვილმა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტ პეტრე გრუზინსკის მადლობის წერილი გაუგზავნა მისი კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების საპატიო წევრად არჩევის გამო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 ივლისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ივერიის მონასტერი ბოლგარიაში“ დაიბეჭდა.