ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, დავით ფრენკელის მემკვიდრეებისგან წიგნები შეეძინათ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 მაისს ნიკოლოზ გოგიტიძემ და იოსებ მგალობლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის შემოწმების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედა ენისა“ და „აკიდოს“ სარეცენზიოდ წარდგენის შესახებ. გამგეობამ „დედა ენის“ პირველი ნაწილის სარეცენზიოდ წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წლის 25 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილმა სარევიზიო კომისიის წევრობისგან განთავისუფლება სთხოვეს.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ბიქტორ მენაბდე, სანდრო გიორგის (გლახას) ძე მეგრელიშვილი, გრიგოლ მელითაური, იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი და მიხეილ მაკანტალაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ნიკო ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სოფელ სუხჩაში სკოლის გახსნაში მიეღო მონაწილეობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნსაცავის დასაზღვევად 77.84 მანეთი გადაიხადა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე.

პირები
წყარო

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის მამულის შეძენის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაშხეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მას 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს სარევიზიოდ 20 მანეთი გადასცეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ პაატას ძე ნიჟარაძის თხოვნა საზოგადოების სასარგებლოდ ჭიდაობის გამართვის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 6-დან 12 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 320. 32 მანეთი და დაიხარჯა – 118. 65.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1907 წლის ანგარიში განიხილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ნიკოლოზ ცხვედაძემ წიგნის მაღაზიისა და მუზეუმის ივლისისა და აგვისტოს ქირა 280 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარჯების დასაფარად 3105.08 მანეთი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ, ივანე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ დაადასტურეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსკოვის ქართველთა საზოგადოების თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის ტუსაღების თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათ ხუთი მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.