ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ამცნო, რომ აღარ კისრულობდა საგურამოს მამულის მოიჯარეობას, რადგან თავისი მამულებიც მიწათმოქმედების სამინისტროსთვის ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ ამ საკითხის შესწავლა პრეზიდიუმს დაავალა. ასევე გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში საქმის უშუალოდ გასაცნობად წარმომადგენელი გაეგზავნა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თიხის ქოთანი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძის თხოვნა ავანსად ორასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მას ასი მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს 9.20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლის მასწავლებელს სექტემბრის ჯამაგირი 35 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 108.16 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ივლისის ჯამაგირი 17.95 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბიბლიოთეკის დასაზღვევად 47.70 მანეთი გადაიხადა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ილია პეტრეს ძე სარაჯიშვილი, რომან ბართლომეს ძე ხუციშვილი და დავით ნიკოლოზის ძე მირიანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მუზეუმის დასაზღვევად 99.34 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ბადრიძეს 49.75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მაქსიმე შარაძეს საბარათიანოს შესახებ სტატიის დასაბეჭდად 144 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ტარას მომცელიძეს 28.80 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 2.40 მანეთი გადაუხადა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, დავით ფრენკელის მემკვიდრეებისგან წიგნები შეეძინათ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 მაისს ნიკოლოზ გოგიტიძემ და იოსებ მგალობლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის შემოწმების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედა ენისა“ და „აკიდოს“ სარეცენზიოდ წარდგენის შესახებ. გამგეობამ „დედა ენის“ პირველი ნაწილის სარეცენზიოდ წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წლის 25 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილმა სარევიზიო კომისიის წევრობისგან განთავისუფლება სთხოვეს.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ბიქტორ მენაბდე, სანდრო გიორგის (გლახას) ძე მეგრელიშვილი, გრიგოლ მელითაური, იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი და მიხეილ მაკანტალაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ნიკო ცხვედაძე.