რეგისტრირებული ფაქტები47347
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება თბილისის 1-ლი და მე-2 სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, განჯაში საღამოს გასამართად საზოგადოებამ 10 მანეთი გასცა, გორში – 5, ერევანში – 26. 65, ფოთში – 17.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წიგნების ანგარიშისთვის კონსტანტინე თავართქილაძეს 13. 50 მანეთი გადასცეს, იაკობ ჯიჯავაძეს – 10.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ საჭირო იყო წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების რევიზია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 27-ე სხდომას დაესწრნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა და მოგების შუაზე გაყოფა სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ნიკოლოზ ივანეს ძე კეზელისთვის ყალამშიის სკოლის აშენების შეხსენების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ ცუდი გზების გამო მან დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხა და სამი დღის შემდეგ გაემგზავრებოდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობის საკითხის მოსაგვარებლად კომისიის წევრებად აირჩიეს: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ალექსანდრე ხახანაშვილისთვის ეთხოვათ მოსკოვის საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებთან შუამდგომლობა, რათა მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის თავიანთი გამოცემები უსასყიდლოდ გადაეცათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წინარეხის სკოლის მასწავლებელს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ჯამაგირი 18. 34 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ექვთიმე ხელაძეს ივანე კრილოვის არაკების დასაბეჭდად 36.60 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობამ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს სარევიზიოდ 30 მანეთი გადასცა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს – 50, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას – 30 და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს – 5 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 900 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ ბადრიძეს წიგნის ყდების სანაცვლოდ 51.10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ამცნო, რომ აღარ კისრულობდა საგურამოს მამულის მოიჯარეობას, რადგან თავისი მამულებიც მიწათმოქმედების სამინისტროსთვის ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ ამ საკითხის შესწავლა პრეზიდიუმს დაავალა. ასევე გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში საქმის უშუალოდ გასაცნობად წარმომადგენელი გაეგზავნა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თიხის ქოთანი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძის თხოვნა ავანსად ორასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მას ასი მანეთი გადასცა.