ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50440

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „უდროო მსხვერპლი (მსახიობი ალექსი ალექსიძე (ქურდოვანიძე)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილიბისტრო რემონიძის მოთხრობა „ნუ გჯერა!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გიორგი ფოცხოველის უკანასკნელი პიესა „მშობლების ბრალია“ დაიკარგა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისს ეთნოგრაფიულ-ისტორიული საზოგადოების კრებაზე პროფესორმა იოსებ ყიფშიძემ წაიკითხა ლექცია „მეგრელთა ზნე-ჩვეულებები და ცრურწმენები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე საბახტარაშვილის მიერ სვიმონ მდივნისთვის გაგზავნილი დეპეშის მიხედვით, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რის სანაცვლოდაც თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქები მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს, ტრაპიზონში ქართულ-თურქული დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, სანჯაყ-ბეგმა ჰაიდარ აბაშიძემ თავი ბათუმის წარმომადგენლად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ბათუმი საქართველო იყო, იქ ქართველი ხალხი ცხოვრობდა და რელიგია მთავარი არ იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში იმამზადე მეჰმედ ედიბის, ჰათუნზადე აჰმედ ნურედინისა და ჰიჯაბიზადე აჰმედ აკიფის თაოსნობით მომზადდა მიმართვა ბათუმის მოსახლეობისადმი, რომელსაც ისინი მოუწოდებდნენ, არ დაეჯერებინათ ბათუმის ოლქის საქართველოსთვის შეერთების მომხრე ჰაიდარ აბაშიძისათვის (თულუმბაზადესთვის).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იასონ ციციშვილის წიგნად გამოცემული ახალი პოემის გაყიდვით შემოსული თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ შედგენილი „ქართული საერო და სასულიერო კილოები და შედარების ნიმუშები“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო კრებული „ბავშვების მოკეთე“ თბილისის წიგნის მაღაზიებში 25 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ოქტომბრის „დროებაში“ სიმონ ჯაფარიძის წერილი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ დედა, ანა სტეფანეს ასული ოცხელისა, დები – სოფიო ივანეს ასული პოლოლიკაშვილისა და ნინო ივანეს ასული სააკაშვილისა, ძმები – სიმონ, დავით და კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელები იუწყებოდნენ, რომ 27 მარტს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში იოსებ ივანეს ძე ოცხელის სულის მოსახსენებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იუწყებოდა მისი ძვირფასი შვილიშვილის, ეკა შირსკის უდროოდ გარდაცვალებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 მარტს გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის მთავრობასთან კრემლის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ბუდუ მდივანს მისწერა, რომ წითელი არმიის ნაწილები არ უნდა შესულიყო ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა თურქეთში ბუდუ გურგენის ძე მდივანს მისწერა, რომ თურქები ბათუმში ჯარებზე თავდასხმებსა და საქართველოს ტერიტორიების დაკავებას ხელშეკრულების უცოდინრობით ხსნიდნენ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის კომედიის „ეშმაკების ბუდე“ კრებულის „ცდა“ მეორე ნომერში გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, რადგან კრებული უკვე შევსებული იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის კომედიის „ეშმაკების ბუდე“ გამოქვეყნება ვეღარც კრებულის „ცდა“ მესამე ნომერში მოხერხდა, რადგან ამ ნომრისთვის დუტუ მეგრელის სხვა ნაწარმოები ჰქონდათ შერჩეული.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელს დაწერილი ჰქონდა დრამა „ძიძიშვილი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის პიესების „ეშმაკების ბუდე“ და „ძიძიშვილი“ დაბეჭდვა ვერ მოხერხდა და ისინი ხელნაწერებად დარჩა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალის“ დაარსებიდან დუტუ მეგრელი უმთავრესად ამ ჟურნალისთვის წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლიდან დუტუ მეგრელი მხატვრულ ნაწარმოებებთან ერთად წერდა პუბლიცისტურ წერილებსა და კორესპონდენციებს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლიდან ფსევდონიმით „დ.ხ.“ დუტუ მეგრელი წერდა წერილებს „ივერიისთვის“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლიდან „ივერიაში“ იბეჭდებოდა დუტუ მეგრელის წერილების კრებული „ხმა შორიდან“ ფსევდონიმით „დ.ხ.“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთში „კვალი“ იბეჭდებოდა დუტუ მეგრელის წერილების კრებული „ფიქრი და შენიშვნა“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ლი ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის სტატია, რომელშიც წარმოდგენებს: „ჟორჟ დანდენი“ და „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ განიხილავდა.