ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ეპისკოპოსი გაბრიელი 1881 წლიდან იხდიდა საწევროს, წლიურად 20 მანეთს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ 22 აპრილს მ. ი. ღლონტისა და ს. დ. ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ გამართული სპექტაკლის შემოსავალი 244. 76 მანეთი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ვახტანგ თულაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი. განყოფილებასთან არსებობდა სასკოლო და ადმინისტრაციული კომისიები და წიგნების მაღაზიის გამგეკომისია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: ახალი სენაკის განყოფილებას – სენაკის, აბაშის, ნოსირისა და ონტოფოსი, ქუთაისის განყოფილებას – სიმონეთის, კურსების, ხრესილის, სვირის, სულორის, ქვიტირისა და მუხიანის. ასევე ბაქოს, კავკავისა და ბორჯომის განყოფილების ბიბლიოთეკები. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, მიხეილ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ქსენოფონტე ბურჭულაძე, სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე, ალისტრო გიგას ძე ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძნიშვილი და ივანე სოლომონის ძე ბოკერია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 20 ნოემბერს ილია რუხაძე საგურამოს სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 20081 მანეთსა და 63 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 4771 მანეთსა და 92 კაპიკს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ზაქარია ერისთავმა 1881 წელს საწევრო 8 მანეთი გადაიხადა, 1886 წელს – 20/ 1887 წლისთვის მას 112 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მაქსიმე მარკოზაშვილი და ირაკლი ჭიპაშვილი არ გამოცხადდნენ მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 ნოემბერს სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. ეს თანხა შემდეგი თვის სტიპენდიებიდან გამოერიცხებოდა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 8-დან 20 ნოემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1208. 79 მანეთი და დაიხარჯა – 701. 49.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით, გორის მაზრის სოფელ სასირეთის პედაგოგი ლავრენტი ბარნაბიშვილი 360 მანეთის ნაცვლად 480 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობის სახით მიიღო: წიგნების გაყიდვიდან შემოსული 4 მანეთი და 88 კაპიკი მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისგან, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის კუთვნილი გვირგვინების გაყიდვიდან შემოსული 72 მანეთი, გიორგი აღნიაშვილის მიერ შეგროვებული 13 მანეთი, ალექსანდრე საბახტარაშვილისაგან – 4 მანეთი და 20 კაპიკი, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძისგან – 3 მანეთი.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ანეპოდისტე მაჩაბელმა 1881 წელს გადაიხადა საწევრო 8 მანეთი, 1885 წელს კი – 20; 1887 წლისთვის მას 112 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ გრიგოლ იოსების ძე გვრიტიშვილი, ვასილ გრიგოლის ძე გოცირიძე, ფრანჩისკო იაკობის ძე გოკიელი, კონსტანტინე მიხეილის ძე გუდაძე და მიხეილ გიორგის ძე გავაშელი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: ივანე ანდრეას ძე კრილოვის „არაკები“, ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“, „კაცია-ადამიანი?!“ „ოთარაანთ ქვრივი“ და „მგზავრის წერილები“, ძველი წიგნების კატალოგი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილის კრებული და ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის ლექსები.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრს, ვასილ მაჩაბელს, 1887 წლისთვის საწევრო 300 მანეთი ერთბაშად ჰქონდა გადახდილი.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საქველმოქმედო ბაზრიდან 453 მანეთი და 90 კაპიკი დარჩა, საქველმოქმედო წარმოდგენებიდან – 563 მანეთი და 42 კაპიკი, წიგნების ვაჭრობის მოგება შეადგენდა 4343 მანეთსა და 36 კაპიკს, საზოგადოების განყოფილების შემოსავლები – 863 მანეთსა და 23 კაპიკს.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს პოლკოვნიკი ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ქრისტეფორე მამაცაშვილი 1881-1885 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 40 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.