რეგისტრირებული ფაქტები46264
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა. პალატის წინადადებით, თბილისში, მეჟევოის ქუჩაზე (N29) გაიხსნა ინჟინერ ბოგატინის ფაბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ( გლობუსებს, კუბიკებს ასოებით, ადამიანთა და ცხოველთა აგებულების ნაწილებს და სხვ.). სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამგეობას სთხოვდა, შეკვეთებით მხარი დაეჭირა ამ ახლად დაწყებული საქმისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარებოდა ფაბრიკას და მასწავლებლებს სთხოვა წარმოედგინათ სკოლებში საჭირო ნივთების სია. ხელს აწერდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, მთავრობასთან მოლაპარაკებები დაეწყო სახელმწიფო ხაზინიდან საგამომცემლო საქმიანობისთვის 6 მილიარდი მანეთის ერთი წლით სესხად აღების თაობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს პროფესიით ექიმი სტეფანე მიხეილის ძე გალდავაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას ასწავლიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე იასონ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის საოსტატო სემინარიაში ფიზიკის, ალგებრისა და გეომეტრიის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დაწყებითი განათლების მქონე ანტონ ვიაჩესლავის ძე ჰაუდკაცი ხონის საოსტატო სემინარიაში მუსიკასა და გიმნასტიკას ასწავლიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს საშუალო განათლების მქონე მელიტონ სოფრომის ძე კუხიანიძე ხონის საოსტატო სემინარიაში გალობას ასწავლიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ივანე ბესარიონის ძე ყანჩელი ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლად მუშაობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვუკოლ ბერიძემ განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად ხელი მოაწერა დებულებას „საშუალო სკოლების რეორგანიზაციისათვის“, რომელშიც მითითებული იყო, თუ რა ტიპის უნდა ყოფილიყო საშუალო სკოლა და რა საგნები უნდა ესწავლებინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დავით კასრაძე თბილისის II კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ყაზანის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა თბილისის II კომერციულ სასწავლებელში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვარშავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სერგეი თეოფილაქტის ძე ტიხომოროვი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას ასწავლიდა, ჰქონდა 19 საათი და გასამრჯელო 3090 მანეთი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გოტლიფ ფრიდრიხის ძე შადი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში გერმანული ენის პედაგოგად მიიწვიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მარიამ გაბრიელის ასული ლიონიძე თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ფრანგულ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნერსესისანის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული აბრაამ აბრაამის ძე გაზაზიანცი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში სომხურ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ზალდასტანიშვილი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ალგებრა-გეომეტრიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კიევის პოლიტექნიკუმის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარანოვსკი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ტრიგონომეტრიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლეონიდ კოზლოვსკი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში კოსმოგრაფიასა და ფიზიკას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამხედრო-საინჟინრო აკადემიის კურსდამთავრებული ევგენი ფერდინანდის ძე სმოლკა თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში პრაქტიკულ ფიზიკას ასწავლიდა; ჰქონდა 5 საათი და ანაზღაურება 550 მანეთი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა და მისი ანაზღაურება 220 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამხედრო იურიდიული აკადემიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბასინი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში პოლიტიკურ ეკონომიასა და მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა; ჰქონდა 7 საათი და ანაზღაურება 770 მანეთი.