ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ სამკითხველოებს მატერიალურად დახმარებოდნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვასილ ნიკოლოზის ძე კობახიძე, კოტე გარსევანის ძე კახაშვილი, ლასა ივანეს ასული კალანდაძე, დიმიტრი კვალიაშვილი და სამსონ კერვალიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ იმ ბიბლიოთეკებისთვის, რომლებსაც საზოგადოება ინახავდა თავისი ხარჯით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ბიბლიოთეკა კონკრეტული სოფლის, რაიონის თუ ქალაქის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით იმ შემთხვევაში გაეხსნათ თუ იგი გამგეობას ბიბლიოთეკის შენობისა და გამგის ხელფასით უზრუნველყოფის გარანტიას მისცემდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იროდიონ ევდოშვილმა, რომ დახმარებოდნენ მას სალიტერატურო ფონდიდან. გამგეობამ ევდოშვილს შემწეობის სახით 3 თუმანი გაუგზავნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ შეექმნათ კომისია, რომელიც ბუნდოვანი სურათების საშუალებით გამართავდა ლექციებს, სახალხო კითხვებსა და საუბრებს. უმეტესად, სამეურნეო დარგის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ სამაგალითოდ მოეწყოთ სკოლის ბიბლიოთეკები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი იანვრისათვის საზოგადოების არსებული ბალანსი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს არქიმანდრიტი კესარიოსი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს სუჯმან ემუხვარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დეკანოზი ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი და იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ საზოგადოების ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო გრიგოლ ყიფშიძეს წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნებით ვაჭრობისას მისი სახელით არ ესარგებლათ.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გიორგი ზაქარიას ძე დიდებულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 525 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 450 მანეთსა და 21 კაპიკს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოსა და კავკავის სკოლებში საღვთო სჯულს რუსულად ასწავლიდნენ.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ელისაბედ ემუხვარისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს გიორგი კონსტანტინეს ძე გვათუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს ზაქარია თევდორეს ძე დანელია და ალექსანდრე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრობიდან საკუთარი სურვილით გადადგნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ცხინვალის ერთკლასიანი სკოლის მოსწავლეებისთვის 10 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ერისთო ემუხვარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: ნოე სიმონის ძე ძიძიშვილი, მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი, სოფრომ გლახოს ძე ტარუაშვილი, აბრამ ილიას ძე ტურიაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე, კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე და სიმონ შერმადინის ძე ჭყონია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.