ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის გუბერნიის განცხადება, რომ ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. ეს საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის ადგილობრივი საზოგადოების მოხსენება, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ სენაკის სკოლის ინსპექტორის საქმე. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს გადასცეს 88.50 მან., კონსტანტინე თავართქილაძეს – 20 მან., გრიგოლ ჩარკვიანს – 30 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 3.50 მან., ვალერიან გუნიას – 12.50 მან., ასევე გადაიხადეს ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი 89 კაპ. და სხვა გადასახადები, რამაც სულ შეადგინა 244.24 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპმა გამოუგზავნა წერილი, რომელითაც იუწყებოდა, რომ პარიზიდან ერთი სომეხი ანტიკვარი სთავაზობდა „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები ეყიდა. უორდროპმა სურათები პარიზიდან შესამოწმებლად გამოითხოვა, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით სურათი გადაუღო და თბილისში გამოუგზავნა. აღმოჩნდა, რომ სურათები იმ ხელნაწერიდან იყო ამოჭრილი, რომელიც ფრიდონ წერეთელმა საზოგადეობას დაუბრუნა. ხელნაწერიდან სულ ათი სურათი იყო ამოჭრილი, მათ შორის ცხრა საუკეთესო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი ნიმუში იყო და ასეთი ღირსების სურათები არც ერთი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერში არ მოიპოვებოდა. ხელნაწერს ერთი სურათიც რომ დაკლებოდა დიდი დანაკლისი იქნებოდა, ხოლო ათი სურათის დაკარგვის შემთხვევაში ის თავის მნიშვნელობას დაკარგავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე ქრისტეფორე მამაცაშვილმა წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ 10.10 მანეთი ამოიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე მიიღეს წერილი იმ კომიტეტის წევრთაგან, რომლებმაც საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართეს ქართული საღამო და მიღებული თანხა 1989 მანეთი გამოუგზავნეს გამგეობას. მათ ასევე გამგეობას გამოუგზავნეს სია იმ დაწესებულებებისა, რომლებისთვისაც უნდა გაენაწილებინათ ეს თანხა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, ლუარსაბ ბოცვაძე არ გადაეყვანათ სხვა სკოლაში მასწავლებლად. ასევე განიხილეს ლ. ბოცვაძის წერილი, რომ თუ ნებას დართავდნენ, ის თანახმა იყო მუშაობა კავკავის სკოლაში გაეგრძელებინა. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლების განცხადება, რომ ისინი უსამართლოდ დაისაჯნენ გამგეობის მხრიდან და ითხოვდნენ კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ მათი სკოლის საქმე. თუმცა გამგეობამ მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მოახსენა, რომ იაკობ გოგებაშვილმა რვეულების ანგარიშში მოითხოვა 10 თუმანი. გამგეობამ გოგებაშვილს კუთვნილი თანხა გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა. სხდომაზე წიგნების ანგარიშში გრიგოლ ტატიშვილს გადასცეს 16.32 მან., ალექსანდრე ხახანაშვილს – 55 მან., ბარკალაიას – 3 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 12.95 მან., ასევე დაფარეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯები. საზოგადოებამ ჯამში გადაიხადა 205.99 მანეთი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის მესამე მასწავლებელი ნიკოლოზ კურდღელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ხელფასის ანგარიშში 120 მანეთი მიეცათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე იოსებ ბაქრაძის მეუღლემ, ელისაბედ ბაქრაძემ, წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო არისტო ქუთათელაძის წინადადების განხილვა მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძემ შეადგინა სახელმძღვანელო მოსამზადებელი კლასებისთვის „წყარო“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებამ ვერც ერთი წიგნი ვერ დაბეჭდა. გამგეობას განზრახული ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა, ამ საქმისთვის ათი თუმანი გადადებული იყო, თუმცა წიგნის ბეჭდვა ძვირი ჯდებოდა და მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

პირები
წყარო

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე მუშაობდა მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ სენაკის სკოლის საქმესთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი ყიფიანი უნდა გადაეყვანათ მასწავლებლად, რადგან საქმიდან და ოქმებიდანაც გარკვეულია, რომ მას არ შეეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები წარმოადგინეს მაკრინე ამირეჯიბმა და ელისაბედ ბაქრაძემ. გამგეობამ ყულაბებიდან 26.63 მანეთი ამოიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძის განცხადება, რომ ანებებს თავს მუშაობას და ითხოვს გადასცენ ივლისის და აგვისტოს ხელფასი. მისი მოთხოვნა გამგეობამ დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი იოსელიანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „როსტომიანის“ გამოცემა იუსტინე ირაკლის ძე აბულაძეს დაავალა.