ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სილოვან გაბუნიამ განაცხადა, რომ სკოლებში საგნები ქართულ ენაზე უნდა ესწავლებინათ, რადგან ამას მოითხოვდა სწავლების პროგრამა და მოსწავლეების მშობლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ საკითხით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წინააღმდეგი იყო მოსწავლეები საზოგადოების სკოლების დაწყებითი საფეხურიდან მთავრობის საშუალო სასწავლებლებში გადასულიყვნენ. ამასთანავე, ლუარსაბ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ხალხს მოსწონდა საზოგადოების სკოლები და ამიტომ მოსწავლეების რიცხვი კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად, რა უყურადღებოდ იყო სკოლები მიტოვებული, მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. ამასთან მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიოდნენ. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ასეთი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, მოსწავლეებს ახლოს რომ ჰქონოდათ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ გიორგის ძე გოგლიძე, ნიკოლოზ ივანეს ძე გაბაშვილი, ელენე გაბაშვილი, ნეოფიტე მანას ძე გამცემლიძე და სევასტი მიხეილის (მიქელას) ძე გაჩეჩილაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში მხოლოდ ანა-ბანას არ ასწავლიდნენ. მოსწავლე საკმარის ცოდნას იძენდა და სანიმუშო პროგრამით განვლილ მასალას ოთხი წლის განმავლობაში იმდენად ათვითცნობიერებდა, რომ კურსის დასრულების შემდეგ თავად ზრუნავდა თვითგანვითარებაზე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებს პროფესიული განათლების გარდა ზოგადი განათლებაც უნდა ჰქონოდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სულავამ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირება აუცილებელი იყო, რათა ხალხს საშუალება ჰქონოდა მონაწილეობა მიეღო და წვლილი შეეტანა ეროვნულ საქმეში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს 1914 წლის 9 ნოემბრის კრების ოქმი და განიხილეს 1913 წლის საზოგადოების გამგეობის წლიური ანგარიში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელიც 11 საათსა და 20 წუთზე თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა. კრებას საზოგადოების 121 ნამდვილი წევრი დაესწრო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძის მოთხოვნა წიგნების საყიდლად 200 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის თაობაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მეორე საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად გავიდნენ კარლო ჩხეიძის მომხრეები: ა. გ. ბებურიშვილი, გ. დ. გაგლოევი და ა. დ. არუთინიანცი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პეტრე დგებუაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: შალვა პლატონის ძე ჯინჭველაშვილი, იასონ ივანეს ძე ჯორბენაძე, გიორგი ჯაბაური, ალექსანდრე ალექსის ძე ჯობაძე და სიმონ ჯორჯიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი ბარნაბაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო ორწლიანი განათლება, შემდეგ კი მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მიხეილ გაჩეჩილაძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა 25 თუმნის კრედიტი ორი თავმდების ხელმოწერით.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ჩარკვიანის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა მოსკოვში პედაგოგიური მუზეუმის დაარსების შესახებ. გამგეობამ მუზეუმის დაარსება საჭიროდ მიიჩნია. ალექსანდრე ჯავახიშვილს მუზეუმისთვის ექსპონატების შეწირვის გამო მადლობა გადაუხადეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თავადი ზაალ დავითის ძე ხერხეულიძე სახელმწიფო ბანკის კანცელარიის მმართველი იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ისიდორე კვიცარიძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა კრედიტი 500 მანეთის ოდენობით (ამაში მისი ძველი კრედიტიც იგულისხმებოდა) ორი თავმდების ხელმოწერით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს მისწერა, ქუთაისის სკოლაში გერმანული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სერაპიონ დადუნაშვილისგან მიიღო მოხსენება ჟენევის ქართული ბიბლიოთეკის შესახებ.