რეგისტრირებული ფაქტები51878
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობამ წინარეხის სკოლის პედაგოგ თომა კევლიშვილს მისივე თხოვნის საფუძველზე სესხად მისცა 3 თუმანი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: დავით ხოშტარია თვიურად – 50 კაპიკი, კირილე ხოშტარია – 15 კაპიკი, გრ. გლადკოვი – 15 კაპიკი. დოკუმენტს ხელს ხაზინადარი ნოე ჟღენტი აწერს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: იოსებ გინზბურგი — 50 კაპიკი, ნოე ჟვანია — 20 კაპიკი, იასონ ჩაჩავა — 1 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს მაჩხაანის დეპოს თხოვნა, რომ გამგეობას საკომისიოდ გასაყიდად გაეგზავნა სასკოლო წიგნები, მათ შორის „დედა ენა“, ქართული რვეულები და სხვა. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თომა მთავრიშვილის შუამდგომლობა, რომ გამგეობას გაეგზავნა სამ-სამი თუმნის წიგნები ვლადიმერ დავითის ძე ლომაძესთვის სოფელ ძიმითში და ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისთვის სოფელ აცანაში. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს პეტერბურგში მყოფი სტომატოლოგიური კურსის სტუდენტის, ივანე ახალშენიშვილის წერილი. ის გამგეობას ატყობინებდა, რომ მოვალე იყო, საზოგადოებისთვის გადაეცა 5 თუმანი, რომელიც ეპისკოპოსი კირიონისგან უკან დაბრუნების პირობით მიიღო. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ, ასევე გამგეობას სთხოვა სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო ნივთები და დახმარებოდნენ სკოლის დაზიანებული ჭერის აღდგენაში. გამგეობამ მ. კლიმიაშვილს გაუგზავნა სასწავლო ნივთები რუკებისა და სურათების გამოკლებით და ასევე შეატყობინა, რომ ჭერი თავად შეეკეთებინათ და ზაფხულისთვის გამგეობა იზრუნებდა მის განახლებაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წინააღმდეგი იყო მოსწავლეები საზოგადოების სკოლების დაწყებითი საფეხურიდან მთავრობის საშუალო სასწავლებლებში გადასულიყვნენ. ამასთანავე, ლუარსაბ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ხალხს მოსწონდა საზოგადოების სკოლები და ამიტომ მოსწავლეების რიცხვი კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად, რა უყურადღებოდ იყო სკოლები მიტოვებული, მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. ამასთან მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიოდნენ. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ასეთი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, მოსწავლეებს ახლოს რომ ჰქონოდათ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ გიორგის ძე გოგლიძე, ნიკოლოზ ივანეს ძე გაბაშვილი, ელენე გაბაშვილი, ნეოფიტე მანას ძე გამცემლიძე და სევასტი მიხეილის (მიქელას) ძე გაჩეჩილაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში მხოლოდ ანა-ბანას არ ასწავლიდნენ. მოსწავლე საკმარის ცოდნას იძენდა და სანიმუშო პროგრამით განვლილ მასალას ოთხი წლის განმავლობაში იმდენად ათვითცნობიერებდა, რომ კურსის დასრულების შემდეგ თავად ზრუნავდა თვითგანვითარებაზე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს 1914 წლის 9 ნოემბრის კრების ოქმი და განიხილეს 1913 წლის საზოგადოების გამგეობის წლიური ანგარიში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელიც 11 საათსა და 20 წუთზე თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა. კრებას საზოგადოების 121 ნამდვილი წევრი დაესწრო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძის მოთხოვნა წიგნების საყიდლად 200 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის თაობაზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მეორე საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად გავიდნენ კარლო ჩხეიძის მომხრეები: ა. გ. ბებურიშვილი, გ. დ. გაგლოევი და ა. დ. არუთინიანცი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: შალვა პლატონის ძე ჯინჭველაშვილი, იასონ ივანეს ძე ჯორბენაძე, გიორგი ჯაბაური, ალექსანდრე ალექსის ძე ჯობაძე და სიმონ ჯორჯიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.