ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილმა წევრმა გიორგი ნიკოლოზის ძე საღარიძემ ერთიანად გადაიხადა საწევრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საწევრო ერთიანად გადაიხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილმა წევრმა მღვდელმა გერვასი იოსების ძე ჯაოშვილმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ ივანეს ძე სტასი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლი მასწავლებელთა და მოსწავლეთა გაცდენების აღნუსხვის შესახებ, ამის შესახებ მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის მოსაზრება და განმარტებითი წერილი სკოლის გამგე ტიტე კახიძისა ბოცვაძის მოსაზრების შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916-1917 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების სიის მიხედვით, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა, ადამ ზურაბის ძე ბერელაშვილმა, იოსებ იულონის ძე დადიანმა, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილმა და გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩმა ერთიანად გადაიხადეს საწევრო – 100, 60 და 20 მანეთი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 საანგარიშო წლის განმავლობაში დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციის გეგმის სრულად შესრულება ვერ შეძლო, რადგან საკმარისი დრო არ ჰქონდა და სამუშაოც ბევრი იყო. კარიჭაშვილის თქმით, მას სხვა დაეხმარა. სექციის მდივნის, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის ცნობით, დავით კარიჭაშვილს შვილი, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი მიეხმარა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. სავარაუდო გასავალი იყო: კანცელარიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; საკანცელარიო წიგნების, განათების, გათბობისა და სხვა წვრილმანებისთვის 500 მანეთი; წლიური ანგარიშის დასაბეჭდად 360 მანეთი; ნივთების შესაძენად 25 მანეთი; სარგებლიანი ქაღალდებისა და მომგებიანი ბილეთისთვის 350 მანეთი; ჟურნალ „განათლების“ დამატებისთვის 200 მანეთი; საქმის მწარმოებლის ხელფასისთვის 1625 მანეთი; ბუღალტერის ხელფასისთვის 1078 მანეთი; გადამწერის ხელფასისთვის 360 მანეთი; კანცელარიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის გამგის ხელფასისთვის 924 მანეთი; მაღაზიის გამგის თანაშემწის ხელფასისთვის 560 მანეთი; მაღაზიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; დაზღვევისთვის 205 მანეთი; სამრეწველო ბაჟისთვის 170 მანეთი; წიგნების საწყობებში თაროების მოსაწყობად 200 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა კავკავის სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების აღნუსხვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მიერ შემოწირული 763 ცალი „ვეფხისტყაოსნის“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვიდან შემოუვიდა 1351 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და განყოფილებების წარმომადგენელთა საერთო სხდომაზე განსახილველად წარმოადგინეს შემდეგი საკითხი: განყოფილების წევრი ითვლებოდა თუ არა მთავარი საზოგადოების წევრად და შეეძლო თუ არა ესარგებლა ხმის მიცემის უფლებით და პირიქით მთავარი საზოგადოების წევრი ითვლებოდა თუ არა განყოფილების წევრად ხმის უფლებით. ეს საკითხი სხდომაზე არ განუხილავთ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრება არ შედგა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო ერთიანად გადაიხადეს, იყვნენ: ალექსანდრე არტემის ძე ლორდელი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვლი, ნინო კონსტანტინეს ასული ლეჟავა და ონისიმე ნიკოლოზის ძე ლებანიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილმა წევრებმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ და ზინაიდა იროდიონის ასულმა ოქროპირიძე-ლომთათიძისამ ერთიანად გადაიხადეს საწევრო.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს აკაკი როსტომის ძე წერეთელი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი დომენტის ძე მაჭარაშვილმა გადაიხადა საწევრო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, მღვდელმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე მანჯგალაძემ გადაიხადა საწევრო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 4 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე ანა გიორგის ასული ალშიბაია თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად მსახურობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ეკატერინე გრიგოლის ასულმა მესხმა გადაიხადა საწევრო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილმა, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილმა, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა დავით პეტრეს ძე ლონდარიძემ და არსენ სპირიდონის ძე ლომთათიძემ საწევრო გადაიხადეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ვერა მოსეს ასულმა კაკაბაძემ და დავით დავითის ძე კარიჭაშვილმა გადაიხადეს საწევრო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, მოსე მურზაყანის ძე კვარაცხელია და ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაიხადეს საწევრო გადასახადი და საზოგადოებას წარუდგინეს გადახდის ქვითრები, რომლებსაც ხელს აწერს მდივანი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის ბოლომდე გამგეობამ განიხილა ორი საქმე: გამგეობის ცხრა წევრს დავალებული ჰქონდა ახალი წევრების მოზიდვა; ამავე წლის 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, გამართეს საღამო. შემოსული თანხა მთლიანად განყოფილებას უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერს  გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.