ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბრის წლიური კრების ოქმის მიხედვით, 1911 წლის წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ რადგან საზოგადოების წევრების რიცხვი შემცირებული იყო, გამგეობას მათი შემცირების საკითხი უნდა შეესწავლა და საგანგებო კრებისთვის მოხსენება წარედგინა. დავით გიორგის ძე ხართიშვილის განცხადებით, გამგეობას საკითხი არ შეუსწავლია და არც საგანგებო კრებისთვის წარუდგენია მოხსენება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული მისი სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით თავის გასამართლებელი საბუთის დაკარგვის თუ ეშინოდა, შეეძლო ნოტარიუსით დამოწმებული ასლი წარედგინა გამგეობისთვის და, რადგან ასე არ მოიქცა ამით ცხადი იყო, რომ მას სინამდვილეში საბუთები არ ჰქონდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ივანე იოსების ძე კაჩუხოვმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი 8 წლის განმავლობაში განიხილებოდა და ორი დაპირისპირებული მხარე არსებობდა. პირველი მხარე ბატონური ტონით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ ხალხის ინტერესები და საქმე სხვას უნდა ემართა და არა თავად ხალხს. მეორე მხარე კი – დემოკრატიულობას ემხრობოდა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი ხალხს უნდა გაეკეთებინა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობამ საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მიერ შემოწირული „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვიდან შემოსული 1351 მანეთიდან, მისივე სურვილის თანახმად, ნახევარი თანხა – 675 მან. 50 კაპ. ჩათვალა შემოწირულობად და ნახევარი თანხა დაუბრუნა.

1912

ტიპი: ავტორობა

ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ 1912 წლის 14 მარტის ანდერძის წერილი თავად მოანდერძის – იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის – მიერ არის შედგენილი, გადაწერილი და ხელმოწერილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 მარტს იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ, გადაწერილ და ხელმოწერილ ანდერძში მოანდერძემ თავისი ნების ამსრულებლებად დანიშნა: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დიმიტრი ნადირაძის მიერ წარმოდგენილ ყულაბა N185-ში აღმოჩნდა 4 მან. 45 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება სკოლათა რევიზიის ევტიხი მამინაიშვილისათვის დავალების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომაზე სკოლების რევიზია გადაწყვიტეს. გამგეობამ ბათუმში რევიზიის ჩასატარებლად გააგზავნა იაკობ გოგებაშვილი, თიანეთში – გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიკავკაზში – ალექსანდრე ჭიჭინაძე, წინარეხსა და ხელთუბანში – ივანე რატიშვილი, ხოლო გომარეთში – ექვთიმე თაყაიშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ქუთაისის სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე ისეთივე პირობები და მატერიალური უზრუნველყოფა ჰქონოდა, როგორიც სენაკის გამგებლობის დროს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა კრებას მოახსენა, რომ ძველი წიგნების გამოსაცემად 280 მანეთი იყო გადადებული. ამ თანხით გუჯრები უნდა გამოეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გახსნა ბარბარე ივანეს ასული კვირკველიას მიერ წარმოდგენილი ყულაბა N156, რომელშიც აღმოჩნდა 84 მან. 57 კაპ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ მისთვის წინასწარ გაეგზავნათ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ხელფასი. გამგეობამ თომა კევლიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე დიმიტრი ხახუტაშვილმა და ალექსანდრა გვერდწითელმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის მოსაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში მიიღო 15 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 20 თებერვლიდან 28 თებერვლამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 6660.35 მანეთი ისესხა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლის არისტოფანე დომენტის ძე რამინაშვილის (რამინიშვილის) თხოვნა სკოლის შენობის შეკეთებასთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, შენობის შეკეთება სოფლის მოვალეობა იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 4373.46 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ნიკოლოზ ტურიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილში ეკითხებოდა, როდის აპირებდნენ საინგილოში სკოლის დაარსებას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგურის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ივანე გიორგის ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგე იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგის თანაშემწე იყო.