რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 27 თებერვალს დიმიტრი ალექსანდრეს ძე თაყაიშვილი, დავით მაქსიმეს ძე კანდელაკი და ანასტასია ვასილის ასული ლომინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 27 თებერვალს ლეონიდ სიმონის ძე ქიქოძე, სიმონ გურგენის ძე მდივანი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 27 თებერვალს დომენტი მერაბის ძე გაბუნია, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი და ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს სიღნაღში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ექიმებმა კონსტანტინე და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საინგილოს სკოლისათვის 100 მანეთი და 24 კაპიკი შესწირეს (შეწირულობას ყოველ წელს გაიღებდნენ).
1901
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს მიხეილ გაჩეჩილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოხსენება ტყვარჩელის ქვანახშირის მადნების შესახებ. თავმჯდომარის თქმით, ტყვარჩელის შავი ქვის მადნები ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას უანდერძა განსვენებულმა გ. ივ. ზდანოვიჩმა. რუსეთიდან ჩამოსულ მის წარმომადგენელ ინჟინერ ან. პრ. ივანოვს მოლაპარაკება ჰქონია იტალიის მისიის წარმომადგენელთან. მისიას მადნების კონცესიით აღება სურდა. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ივანოვი უნდა დანიშნულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ვექილად. გამგეობა დათანხმდა ამ წინადადებას. საზოგადოება თმობდა თავის წილს და თანხაზე ივანოვი უნდა მორიგებულიყო კონცესიონერებთან, ფულის მიღების პროცედურას კი საზოგადოების მთავარი გამგეობის წარმომადგენელი დაესწრებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის წიგნის მაღაზია „სინათლის“ მეპატრონის, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დგებუაძეს გაეხსნებოდა 200 მანეთის კრედიტი, რისთვისაც მას საზოგადოების სენაკის განყოფილების მიერ დასახელებული ორი პირის მიერ ხელმოწერილი ვექსილი უნდა წარედგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს არჩილ ჯორჯაძემ საზოგადოების წევრებს საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ მოხსენება წარუდგინა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 დეკემბერს აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდია ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმში წიგნების საწყობის გახსნას და მთავარი გამგეობის გამოცემების მონოპოლიური უფლებით დათმობას სთხოვდა. სანაცვლოდ საზოგადოების ბათუმის განყოფილების ქართული სკოლა 10% საკომისიოს მიიღებდა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 17 დეკემბერს ქალაქის თვითმმართველობის მოხელემ, აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდიამ ბათუმში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გახსნა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 27 თებერვალს ჩამოყალიბდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება. წლის განმავლობაში ჩატარდა 147 სხდომა, განიხილეს 45 საკითხი.
1909
ტიპი: ღონისძიება
ეპისკოპოს დავით ალავერდელის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის ყოველწლიური 400 მანეთის შემოწირულობით 1909 წლის 15 ოქტომბერს ბათუმის ოლქში ქართველი მაჰმადიანებისათვის დაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 5635 მანეთს, ხოლო გასავალი – 5535 მანეთსა და 98 კაპიკს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 30 ივლისს ბათუმის სკოლის პედაგოგ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ – 400, ხოლო საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 80 მანეთი პენსია დაუნიშნა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში 161 ნამდვილი წევრი ირიცხებოდა. განყოფილებას ერთი ქართული სკოლა ჰქონდა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 4956 მანეთს, ხოლო გასავალი – 4946 მანეთსა და 80 კაპიკს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში არსებობდა პედაგოგიური, საფინანსო, საბიბლიოთეკო და თეატრალური კომისიები.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე და კ.ი. ჭელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს პეტრე ივანეს ძე მეფისაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი და ალექსანდრე იოსების ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არტურ ლაისტს საზოგადოების ბიბლიოთეკიდან იროდიონ ევდოშვილის, გრიგოლ აბაშიძისა და თეიმურაზ ბატონიშვილის ლექსები ათხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა გიორგი ყაზბეეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი აპრილიდან 20 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 23 იანვრიდან 7 თებერვლამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ პეტრე მამრაძეს ნება დართო, რომ ილიას ძეგლის გარშემო ჩასატარებელი სამუშაოებისთვის დაეხარჯა 40 მანეთამდე თანხა.