რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მიხეილ საბინინმა გამგეობას წერილით შეატყობინა, რომ საზოგადოებას გამოუგზავნა „საქართველოს სამოთხის“ კლიშეები, რომელთა შემოწმება დავით კარიჭაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს და გრიგოლ ყიფშიძეს დაავალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებდოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ეკატერინე თარხნიშვილი და ანასტასია წერეთელი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი მაისიდან 11 მაისამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალალო თუთაევმა, რომ თბილისის სხვა ბიბლიოთეკების მსგავსად დიდუბის ბიბლიოთეკისთვისაც დაენიშნათ წლიური დახმარება 200 მანეთის ოდენობით. გამგეობამ დახმარების თაობაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო თანხის რაოდენობას ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროს გადაწყვეტდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დააკმაყოფილა აპოლონ წულაძის თხოვნა, ბიძინა წულაძისთვის დაენიშნათ სტიპენდია წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში. გამგეობამ მოსწავლე წულაძეს გადასცა სტიპენდია 5 თუმანი, თან გადაწყვიტა, რომ საქმე ხელახლა განეხილათ აგვისტოში სტიპენდიების განაწილების დროს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ სენაკის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გამგეობამ ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბორჯომის განყოფილების გამგეობამ წარმოადგინა ახსნა-განმარტება ვლადიმერ ყიფიანის განცხადების შესახებ, ასევე წლიურ ანგარიშთან ერთად შეადგინა საზოგადო კრების ოქმი და მოითხოვა მისი დამტკიცება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოფანე რამინიშვილის მოხსენება სკოლის ვითარების შესახებ. გამგეობამ საკითხის გამოძიება და მომდევნო სხდომაზე მოხსენების გაკეთება ალექსანდრე ყიფშიძესა და ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სასწავლებლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევის შესახებ. გამგეობის განცხადებით ორი პიროვნება: ყიასაშვილი და ევგენია ეგაძე ითხოვდნენ დაენიშნათ მასწავლებლის პოზიციაზე. მათი გადაწყვეტილებით კი ქართული ენის მასწავლებლად პირველ ივნისამდე დანიშნეს ევგენია ეგაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წიგნების მაღაზიის გამგემ, ნება დაერთოთ ცხინვალის სკოლის მასწავლებელ მარიამ დავითაშვილისთვის ნისიად მიეცა 60 მანეთის წიგნები, რომლის თავდებობასაც თავად კისრულობდა. გამგეობამ მაღაზიის გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და 6 თვის ვადა დაუნიშნა თანხის დასაფარად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ კარბელაშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ მისგან შეეძინათ მის მიერ წარმოდგენილი წიგნები. გამგეობამ წიგნების არჩევა დავით კარიჭაშვილსა და სერგი გორგაძეს დაავალა, რის შემდეგ მათ არჩეულ წიგნებში ვ. კარბელაშვილს 3 თუმანი მისცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა სენაკის სკოლის ახალმა მასწავლებელმა მელაქია სირაძემ, რომ მას აღარ შეეძლო სკოლაში სწავლება, რადგან სკოლის მზრუნველმა ის დანიშნა ქუთაისის საქალაქო სკოლის მასწავლებლად. გამგეობამ სენაკის სკოლის მასწავლებლად მელაქია სირაძის ნავცლად დანიშნა ივანე გომელაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 12 იანვრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 12 თებერვალს ვლადიმერ ყიფიანმა მთავარ გამგეობას წარუდგინა ის განცხადება, რომელიც ეხებოდა 29 იანვარს წევრთა საზოგადო კრებაზე შეუსაბამო წესდების დადგენას და ეს განცხადება შეტანილი ჰქონდა ბორჯომის განყოფილებაში. 21 თებერვალს გამგეობამ ბორჯომის განყოფილებას მოსთხოვა გაეკეთებინა ვ. ყიფიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. საბოლოოდ გამგეობამ ბორჯომის განყოფილება დაადანაშაულა წესდების დარღვევაში და დაავალა ჩაეტარებინა ახალი არჩევნები.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის პირველ დეკემბერს გამგეობამ განიხილა თბილისის მეორე სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობას გამოეყო მათთვის თანხა, რათა სკოლაში ყოველ თვიურად მოეწვიათ ქართული ენის მასწავლებელი. საკითხის განხილვა და სკოლის შესახებ მოხსენების გაკეთება გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მეორე სკოლის შესახებ. მოხსენების თანახმად, გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლისთვის ყოველთვიურად გამოეყო გარკვეული თანხა, რათა მოეწვიათ ქართული ენის პედაგოგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის 20%-ის წარმოდგენა ედროვებინათ ცოტა ხნით. საზოგადოებამ ნახევარი წლის ვადა დაუწესა სოხუმის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ უარი განაცხადა და ნახევარი წლის ვადა დაუწესა კავკავის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თელავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, რომ მისთვის გაეზარდათ კრედიტი 2000 მანეთამდე. მის თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ 1908 წელს მას გამგეობამ გაუსხნა 600 მანეთის კრედიტი. 1908 წელს გამოიწერა – 970 მანეთის წიგნები, 1909 წ. – 854 მანეთის, 1910 წ. – 694 მანეთის, 1911 წ. – 786 მანეთის, ასევე ვალს ყოველთვის იხდიდა თავის დროზე და წიგნებს იწერდა ფასდაკლებითაც. მაგალითად, 1911 წლის განმავლობაში ფასდაკლებით გამოიწერა 3316 მანეთის წიგნები. გამგეობამ თ. მთავრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ სავალო ხელწერილზე ხელს მოაწერდნენ იოსებ და სიმონ ივანეს ძე ოცხელები და თომა მთავრიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს საკითხი, ვისთვის დაევალებინათ ფოსტაში ფულის მიღება, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. საკითხს თან ერთვის ცნობა, რომ ფოსტაში სამსონ ფირცხალავას შემდეგ, პირველ იანვრამდე, ფულს იღებდა ბუღალტერი ვასილ ედილაშვილი.