ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგეობის კომიტეტის წინადადება გიმნაზიაში მეთვალყურის დანიშვნის შესახებ. დადგინდა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოსთან შეთანხმებით, დაენიშნათ მეთვალყურე, რომელსაც თვეში ხელფასის სახით ოთხიდან ექვს თუმნამდე დაენიშნებოდა. ხარჯი სამივე (საისტორიო, საეთნოგრაფიო და საეკლესიო) მუზეუმს უნდა გაენაწილებინა. ხელს აწერენ დავით კარიჭაშვილი, იროდიონ სონღულაშვილი და ექვთმე თაყაიშვილი.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუზეუმო ნივთების შესასწავლად ცალკე სექციის ნებართვა იყო საჭირო. სამუზეუმო ნივთების გარეთ გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძით იაკობ გოგებაშვილმა სათითაოდ წლიური 120 მანეთი დაუნიშნა ეკატერინე გაბაშვილის პროფესიულ ქალთა სკოლას, საზოგადოება „განათლების“ სკოლასა და ქართულ საბავშვო ბაღს.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუშაო დღეებში წიგნსაცავი ღია იყო დილის ცხრა საათიდან შუადღის სამ საათამდე, ხოლო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს მისწერა, რომ გაეგზავნა ანგარიში, რამდენი დაჯდებოდა ცისკარაშვილის ქვრივის მიწის ხარჯი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, ცისკარაშვილის ქვრივი, სამუზეუმო კომისიას 2 000 მანეთს, საკუთარ წილს სთხოვდა. კომისიას მისთვის ბეს სახით 550 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და სვიმონ კლდიაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნოტარიუსისა და ცისკარაშვილის ქვრივის მიწის გასასტუმრებლად გაწეული ხარჯი სამუზეუმო თანხიდან დაეფარათ. თაყაიშვილის თქმით, ამ ხარჯს მიწის დამტკიცების შემდეგ ი. ზ. სვანიშვილი ე. წ. ფიქრის გორის ნასყიდობის ანგარიშში ჩათვლიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 600 მან., ბეგლარ ფიღინოვს — 2.73 მან., მიხეილ ნემსაძეს — 0.91 მან., დიმიტრი არაყიშვილს — 18.80 მან., თებერვლის სტიპენდია ანნა ხახუტაშვილს — 25 მან., ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ ჯარიაშვილს — 25 მან., ზალდასტანიშვილს — 4.80 მან., ასევე თებერვლის ხელფასი გაუგზავნეს საგურამოსა და გერგეთის სკოლის მასწავლებლებს, ფულადი დახმარება აღმოუჩინეს ვერის, ავჭალისა და ნაძალადევის ბიბლიოთეკებს და გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი, რამაც ჯამში შეადგინა 1259.82 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 5 აპრილამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის საერთო კრების ოქმები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობას ი. მერკვილაძის თხოვნა არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; გამგეობას თბილისის სახალხო სკოლების დირექტორმა შეატყობინა, რომ ის საჭიროდ არ თვლიდა სოფელ შრომაში გაეხსნათ საზოგადოების სკოლა, რადგან ამ სოფლის ყრილობის დადგენილების თანახმად იქ უნდა გახსნილიყო სამინისტრო სასწავლებელი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მესამე სხდომაზე თავმჯდომარის, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წინადადება განიხილეს, რომ თეიმურაზის „სარკე თქმულთას“ ნაცვლად XVI საუკუნის ხელნაწერი „იოსებ ზილიხანიანი“ დაებეჭდათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, სასკოლო სექციას უნდა შეესწავლა სხვადასხვა კუთხეების მდგომარეობა; დაეთვალიერებინა და სათანადოდ მოეწყო საზოგადოების სკოლები,შესაძლებლობის მიხედვით გაეხსნა ახალი სასწავლებლები; შეედგინა პროგრამები და გამგეობისთვის წარედგინა დასამტკიცებლად; აერჩია მასწავლებლები და ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები; თვალყური ედევნებინა პედაგოგიური ლიტერატურისთვის და შესაფერისი სახელმძღვანელო აერჩია გამოსაცემად ან თვითონ შეედგინა და საგამომცემლო განყოფილებისთვის მიეწოდებინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის მოხსენება მუზეუმის სამოქმედო გეგმის შესახებ. ხელს აწერენ სექციის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი იროდიონ სონღულაშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიამ გადაიხადა საწევრო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს, რომელიც ითხოვდა „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ მისთვის სახლში წასაღებად ეთხოვებინათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 მაისს გრიგოლ ბურჭულაძემ იაკობ გოგებაშვილს აცნობა, რომ მის სახელზე სამეურნეო ბანკში შეიტანა 1333 მან. და 33 კაპ., რომელიც ავტორს „რუსკოე სლოვოს“ II ნაწილის 5 000 ეგზემპლარში ერგო, და სთხოვა, თანხის მიღება ბარათით დაედასტურებინა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ „ბუნების კარზე" დართული საქართველოს რუკა ორმოცი წლის განმავლობაში კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიაში იბეჭდებოდა და ქაღალდიანად 10 თუმანზე ნაკლები ჯდებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკებისთვის საჭირო წიგნების კატალოგი; საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოებისთვის მიეწოდებინა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვა საჭირო ნივთები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 იანვრის ქონებრივი მდგომარეობის აღწერისას იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მას მართებდა წიგნების მკაზმავი ვასილ ყიფიანის 200 მანეთი და დავით მაჭავარიანის 800 მანეთი – წიგნების ქაღალდისა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 8 იანვარს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, იაკობ გოგებაშვილის ქონებას შეადგენდა 28 640 მანეთი და ათი წლის წინ ვერაზე 2 600 მანეთად ნაყიდი 264 კვ. საჟენი სამოსახლო ადგილი.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 14 მარტის ანდერძის წერილის თანახმად, იაკობ გოგებაშვილმა 1901 წელს თბილისში, ვერაზე ნაფიცი ვექილის ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარისა და მისი მრწმუნებლებისაგან, თავადების – ვლადიმერ ალექსის ძე ოსიპოვისა და გერასიმ დიმიტრის ძე პოლშინისაგან – შეიძინა 264 კვ. საჟენი მიწის ნაკვეთი, რაც დადასტურდა ნოტარიალური აქტით N 208-ით.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ სახელმძღვანელოების დაკაზმვაში ვასილ ყიფიანს 420 მანეთს უხდიდა.